გზების რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:53, 25 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გზების რუკა – (road map), გამოსახავს ტრანსპორტის სხვადასხვა სახეს მათი ტექნიკური მახასიათებლებით, მათთან დაკავშირებული ნაგებობებით (აეროპორტები, სადგურები, ხიდები, გვირაბები, ბორნები და სხვ.), აგრეთვე მგზავრებისა და ტვირთის გადაზიდვის ინტენსივობას. ადგენენ ანალიზურ (ცალკეული სახეების) და კომპლექსურ (ყველა სახე ერთად) რუკებს. გავრცელებულია დასაკეცი რუკა-ბუკლეტები.