სამუშაო რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:18, 25 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამუშაო რუკა - ტოპოგრაფიული (სპეციალური) რუკა, რომელზეც მეთაური, უფროსი, შტაბის უფროსი პირობითი ნიშნების მეშვეობით ოპერაციის (ბრძოლის) დროს, ვითარებას და მის ცვლილებას ასახავს. სამუშაო რუკაზე გადააქვთ მხოლოდ ის მონაცემები, რომლებიც თანამდებობის პირისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის აუციელებელია.
სამუშაო რუკას იყენებენ ვითარების შეფასებისთვის, გადაწყვეტილების მიღების, საბრძოლო ამოცანების დასახვის, ურთიერთქმედების ორგანიზების და ჯარების (ძალების) მართვის სხვა ამოცანების გადაწყვეტისთვის.