პირობითი ნიშნები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირობითი ნიშნები - ადგილმდებარეობის ელემენტების და ობიექტების ოპერატიულ-ტაქტიკური და მეტეოროლოგიური ვითარების ამსახველი გრაფიკული ნიშნები და ციფრული აღნიშვნები, რომლებიც გამოიყენება ტოპოგრაფიულ და სხვა გეოგრაფიულ რუკებზე, აგრეთვე გრაფიკულ დოკუმენტებში. დანიშნულების კვალობაზე განასხვავებენ კარტოგრაფიულ, ტაქტიკურ და მეტეოროლოგიურ პირობითი ნიშნებს.

სარჩევი

კარტოგრაფიული პირობითი ნიშნები

გამოიყენება რუკებზე სხვადასხვა ობიექტისა და მათი თვისებრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების აღსანიშნავად. კარტოგრაფიული პირობითი ნიშნების ფერები ერთია ყველა მასშტაბის რუკისათვის. ფერი, გარკვეულწილად, შეესაბამება ადგილობრივი საგნების შეფერილობას, რომელიც მათ ნამდვილად აქვთ ზაფხულში.

მეტეოროლოგიური პირობითი ნიშნები

გამოიყენება მეტეოროლოგიური ვითარების იმ ელემენტების აღსანიშნავად, რომლებიც ახასიათებენ ატმოსფეროს ფიზიკურ მდგომარეობას და მასში მიმდინარე პროცესებს.

ტაქტიკური პირობითი ნიშნები

გამოიყენება რუკებსა და სხვა გრაფიკულ დოკუმენტებზე ჯარების (ძალების), ობიექტებისა და ვითარების სხვა ელემენტების მდებარეობისა და მოქმედების ხასიათის აღსანიშნავად.

ზოგიერთ ქვეყნაში წითლად იფერება საკუთარი ქვეითი სატანკო, საჰაერო-ადესანტო, საავიაციო და სამხედრო-საზღვაო შენაერთების (ნაწილების, ქვედანაყოფების, ხომალდების) მდებარეობა, ამოცანები და მოქმედებები. მათი მართვის პუნქტები და ლოგისტიკის ნაწილები (ქვედანაყოფები, დაწესებულებები), გამმიჯვნავი ხაზები.

შავი ფერით - სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის, საზენიტო-სარაკეტო ჯარებისა და საზენიტო არტილერიის საინჟინრო ჯარების შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების რადიაციული ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების, რადიოელექტრონული ბრძოლისა და რადიოდაზვერვის, კავშირგაბმულობის რადიო-ტექნიკური რკინიგზის მილსადენის ტექნიკური უზრუნველყოფის, საინჟინრო-სააეროდრომო, ტოპოგეოდეზიური, ჰიდრომეტეოროლოგიური სამხედრო პირობითი ნიშნები, ადგილმდებარეობის ელემენტების და ობიექტების ოპერატიულ-ტაქტიკური და მეტეოროლოგიური ვითარების ამსახველი გრაფიკული ნიშნები და ციფრული აღნიშვნები, რომლებიც გამოიყენება ტოპოგრაფიულ და სხვა გეოგრაფიულ რუკებზე, აგრეთვე გრაფიკულ დოკუმენტებში. დანიშნულების კვალობაზე განასხვავებენ კარტოგრაფიულ,ტაქტიკურ და მეტეოროლოგიურ პირობითი ნიშნებს.

კარტოგრაფიული პირობითი ნიშნები

გამოიყენება რუკებზე სხვადასხვა ობიექტისა და მათი თვისებრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების აღსანიშნავად. კარტოგრაფიული პირობითი ნიშნების ფერები ერთია ყველა მასშტაბის რუკისათვის. ფერი, გარკვეულწილად, შეესაბამება ადგილობრივი საგნების შეფერილობას, რომელიც მათ ნამდვილად აქვთ ზაფხულში.

მეტეოროლოგიური პირობითი ნიშნები

გამოიყენება მეტეოროლოგიური ვითარების იმ ელემენტების აღსანიშნავად, რომლებიც ახასიათებენ ატმოსფეროს ფიზიკურ მდგომარეობას და მასში მიმდინარე პროცესებს.

ტაქტიკური პირობითი ნიშნები

გამოიყენება რუკებსა და სხვა გრაფიკულ დოკუმენტებზე ჯარების (ძალების), ობიექტებისა და ვითარების სხვა ელემენტების მდებარეობისა და მოქმედების ხასიათის აღსანიშნავად.

ზოგიერთ ქვეყნაში წითლად იფერება საკუთარი ქვეითი სატანკო, საჰაერო-სადესანტო, საავიაციო და სამხედრო-საზღვაო შენაერთების (ნაწილების, ქვედანაყოფების, ხომალდების) მდებარეობა, ამოცანები და მოქმედებები. მათი მართვის პუნქტები და ლოგისტიკის ნაწილები (ქვედანაყოფები, დაწესებულებები), გამმიჯვნავი ხაზები.

შავი ფერით - სარაკეტო ჯარებისადა არტილერიის, საზენიტო-სარაკეტო ჯარებისა და საზენიტო არტილერიის საინჟინრო ჯარების შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების რადიაციული ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების, რადიოელექტრონული ბრძოლისა და რადიოდაზვერვის, კავშირგაბმულობის რადიო-ტექნიკური რკინიგზის მილსადენის ტექნიკური უზრუნველყოფის, საინჟინრო-სააეროდრომო, ტოპოგეოდეზიური, ჰიდრომეტეოროლოგიური სამხედრო-სამშენებლო ორგანიზაციების მდებარეობა და მოქმედება, სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის დარტყმები და ცეცხლი, განმარტებითი წარწერები თავისი ჯარებისათვის.

ლურჯი ფერით – მოწინააღმდეგის ჯარების (ძალების) მდებარეობა და მოქმედება, აგრეთვე განმარტებითი წარწერები შეიარაღებულ ძალებში მიღებული პირობითი ნიშნებისა და შემოკლებების გამოყენებით, ოღონდ მოწინააღმდეგესთან მიღებული დასახელების შესაბამისად.

მწვანე ფერით – თავისი ჯარების (ძალების) დემონსტრაციული, საიმიტაციო მოქმედებები, დეზინფორმაციის ღონისძიებები, აგრეთვე ცრუ – რაიონები, ზღუდეები, ნაგებობები და ობიექტები.

სხვა ქვეყნებში: ლურჯი ფერით დაიტანება საკუთარი ყველა სახის ძალები, გამყოფი ხაზები, გადაადგილება და განლაგება, ტაქტიკური მოქმედებები. შესაბამისად: უცნობი – ყვითლით, ნეიტრალური – მწვანით, მოწინააღმდეგე, სავარაუდო მოწინააღმდეგე – წითლით.

იმ შემთხვევაში, თუ ტაქტიკური პირობითი ნიშნები დაიტანება მონოქრონულად (შავ-თეთრად), მოწინააღმდეგე აღინიშნება ორმაგი კონტურით ან განსხვავებული გეომეტრიული ფორმის მქონე ჩარჩოთი; საკუთარი ძალები – მართკუთხედით, უცნობი – ჯვრის ფორმით, ნეიტრალური – ოთხკუთხედით, მოწინააღმდეგე, სავარაუდო მოწინაარმდეგე – რომბით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები