ეროვნული ატლასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:49, 25 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეროვნული ატლასები

ეროვნული ატლასი, ნაციონალური ატლასი – (national atlas), კომპლექსური გეოგრაფიული ატლასის ერთ-ერთი სახე, ერთი ქვეყნის შესახებ რუკების სისტემური კრებული. შეიცავს ბუნების, მოსახლეობის, მეურნეობის, კულტურის, ისტორიის მრავალმხრივ დახასიათებას, აქვს სამეცნიერო-საცნობარო დანიშნულება და წარმოადგენს ერის საუნჯეს, ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბების წყაროს. ქვეყნისათვის ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც გერბი, ჰიმნი, დროშა, ენციკლოპედია.

ეროვნული ატლასების შედგენა მსოფლიოში დაიწყო XIX საუკუნის დამლევიდან. პირველ ეროვნულ ატლასად ითვლება 1899 წელს გამოცემული ფინეთის ატლასი (ფინეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა ავტონომიის სტატუსით). 1956 წელს საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის მე-18 კონგრესზე ქ. რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია) შეიქმნა ეროვნული ატლასების კომისია (commission of national atlases), რომლის საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოს ქვეყნებში კომპლექსური თემატური კარტოგრაფირებისათვის ხელის შეწყობა. მსოფლიოს დაახლოებით 100 ქვეყანას აქვს ეროვნული ატლასი. პერიოდულად, 10–15 წელიწადში ერთხელ, ხდება გამოცემული ატლასების განახლება ან ახლის შედგენა.

1964 წელს პირველი ეროვნული ატლასი გამოიცა საქართველოში. იგი შედგენილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში ქვეყნის წამყვან მეცნიერთა მონაწილეობით. ატლასში არის ბუნების, მოსახლეობის, მეურნეობის, არასაწარმოო სფეროს და ისტორიის ამსახველი 166 რუკა. ამავე ინსტიტუტში 2008-2011 წლებში გამოსაცემად მომზადდა საქართველოს ახალი, კომპლექსური გეოგრაფიული კომპიუტერული ატლასი.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები