პეიტინგერის ცხრილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:34, 25 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პეიტინგერის ცხრილი – (Peutinger table), გზების სქემატური რუკა (იტინერარია), შედგენილი რომის იმპერიაში III – V საუკუნეებში. მათი პირველი შემდგენელი იყო აგრიპე. რუკა შედგებოდა პერგამენტის 12 ფურცლისგან და ერთმანეთზე მიწყობილი სიგრძით 7 მეტრს შეადგენდა. XVI საუკუნეში იმპერატორ მაქსიმილიანეს მრჩეველმა პეიტინგერმა დაამზადებინა ამ რუკების ასლები, რის გამო მათ პეიტინგერის ცხრილები ეწოდა. ამ რუკებს არ აქვს კარტოგრაფიული ბადე და მასშტაბი. რუკების შედგენა სამხედრო მიზნებს ემსახურებოდა, ამიტომ დატანილია ქალაქები, ციხე-სიმაგრეები, გზები, მთები, მდინარეები, ტბები, ტყეები, ძირითადად დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. მითითებულია მანძილები პუნქტებს შორის. მიუხედავად რუკის პრიმიტიულობისა, მას ჰქონდა პრაქტიკული გამოყენება.