მასშტაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მასშტაბი – (scale, horizontal scale, scale of mils), გეოგამოსახულების უსასრულოდ მცირე მონაკვეთის სიგრძის შეფარდება ელიფსოიდის ან სფეროს ზედაპირის შესაბამის უსასრულოდ მცირე მონაკვეთთან. რუკაზე მასშტაბი (map scale) მითითებულია შემდეგი სახით:
1. რიცხვითი - მაგ. 1 : 500 000;
2. სახელდებული - წარწერით, რომელიც მიუთითებს, რუკის 1 სმ-ს რა სიგრძე შეესაბამება ბუნებაში, მაგ.: 1 სმ – 5 კმ;
3. ხაზოვანი ანუ გრაფიკული – 1 ან 2 სმ-იანი დანაყოფებით, რომლებზეც წარწერილია სიგრძეები მეტრებში ან კმ-ში.

რუკას აქვს აგრეთვე მთავარი და კერძო მასშტაბები. გეგმებზე და ტოპოგრაფიულ რუკებზე მხოლოდ ერთი, მთავარი მასშტაბია, რაც მიუთითებს რუკის ყველა წერტილში შემცირების ერთსა და იმავე ხარისხზე. წვრილმასშტაბიან რუკებზე მთავარი მასშტაბის გარდა არის კერძო მასშტაბებიც. რუკას აწერია მხოლოდ მთავარი მასშტაბი. განასხვავებენ:
აგეგმვის მასშტაბს (scale of survey), რომელშიც ხდება ტერიტორიის აეროფოტოგადაღება ან აგეგმვა;
რუკის შედგენის მასშტაბს (compilation scale), რომელშიც ხდება რუკის შედგენა;
გამოცემის მასშტაბს (reproduction scale), რომელშიც ხდება რუკის გამოცემა. ეს უკანასკნელი უფრო წვრილია, ვიდრე რუკის შედგენის მასშტაბი. რუკის შედგენის პროცესში იყენებენ აგრეთვე სივრცის, შინაარსის და დროის მასშტაბებს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები