მსოფლიოს ატლასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:00, 26 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მსოფლიოს ატლასი – (world atlas, global atlas), გეოგრაფიული ატლასი, რომელშიც დედამიწა აისახება მთლიანად, კონტინენტების და სახელმწიფოების მიხედვით. შინაარსით არის: ზოგადგეოგრაფიული და თემატური, კომპლექსური და დარგობრივი. დანიშნულების მიხედვით: საცნობარო, სამეცნიერო-საცნობარო, სასწავლო. ახლავს გეოგრაფიული სახელწოდებების საძიებელი.
მსოფლიოს ატლასის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცემაა ავსტრალიის „მილენიუმ ჰაუსის“ მიერ 2008 წელს გამოცემული „დედამიწა“ (ფორმატი 610 X 469 მმ), რომლის 580 გვერდზე განთავსებულ 355 რუკაზე ასახულია 194 ქვეყანა ტექსტებით და ფოტოსურათებით. ატლასის შედგენაზე 22 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნის 100 კარტოგრაფი, ოკეანოლოგი და გეოგრაფი.