კოსმოსური კარტოგრაფირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:58, 26 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კოსმოსური კარტოგრაფირება – (space mapping),
1. გეოგრაფიული რუკების შედგენა კოსმოსიდან გადაღებული სურათების საფუძველზე. იგი განსაკუთრებით ეფექტიანია სუსტად შესწავლილი ტერიტორიების რუკების შედგენისა და განახლების დროს, აგრეთვე ისეთი მოვლენების გამოვლენისათვის, რომლებიც მხოლოდ დიდი სიმაღლიდან შეიძლება დაფიქსირდეს;
2. კოსმოსური სივრცის და ციური სხეულების რუკების შედგენა დისტანციური ზონდირების მონაცემებით.