კარტოგრაფიული ხატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:03, 28 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კარტოგრაფიული ხატი – (cartographic image, cartographic pattern), წარმოსახვითი გამოსახულება, ერთ-ერთი ფუნდამენტური ცნება, იქმნება კარტოგრაფიული ნიშნების სივრცითი კომბინაციით კარტოგრაფიული ბადისა და ერთმანეთის მიმართ, რომელსაც აღიქვამს რუკის მკითხველი ან ტექნიკური მოწყობილობა. რუკა განიხილება, როგორც კარტოგრაფიული მოდელი, მკითხველის ცნობიერებაში რეალობის შემეცნების საშუალება.