სიმონი (იმერეთის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:23, 17 დეკემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიმონი – იმერეთის მეფე 1698-1701 წლებში, ალექსანდრე IV-ის უკანონო ძე.

იზრდებოდა ერეკლე I ნაზარალიხანის კარზე. 1698 წელს იმერეთის ტახტზე თავადებმა არჩილი აიყვანეს. ეს ხელს არ აძლევდა ოსმალეთს, რომელიც დასავლეთ საქართველოს თავის ვასალად თვლიდა და ამ დროს ქართლის მეფე ერეკლე I-ის (1688-1703) კარზე მყოფი სიმონის გამეფება გადაწყვიტა. ახალციხის ფაშამ, რომელსაც იმერეთის თავადებიც მიემხრნენ, სიმონი ტახტზე აიყვანა. გარდა იმისა, რომ დასავლეთ საქართველოს მთავრები მეფისაგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდნენ, მას იმერეთის თავადებიც ნაკლებად ემორჩილებოდნენ. სიმონი შეშინდა და ქართლში წავიდა. იმერეთს კი გიორგი მალაქია-აბაშიძე და მისი ასული თამარი მართავდნენ. მალე თამარმა ლიპარტიანზე იქორწინა და თავი იმერეთისა და ოდიშს დედოფლად გამოაცხადა.

გაძლიერებულმა მამია III გურიელმა (1698-1711; 1713-1714) სიმონის მხარე დაიჭირა, რაშიც დიდი როლი სერასკირ ოსმან ფაშამ ითამაშა. ამ შერიგებისას მამიამ სიმონს პირობის წიგნი გამოართვა, რომლის თანახმადაც ალექსანდრე და გიორგი მეფეებისაგან ნაყიდი საჭილაძეო და სამიქელაძეო მასვე რჩებოდა. გურიელმა სიმონი ისევ გაამეფა და ცოლად თავისი და შეირთო. შეშინებულმა აბაშიძემ და გიორგი ლიპარტიანმა მამია III გურიელს მეფობა აღუთქვეს. გადაიბირეს და სიმონი მოაკვლევინეს (1701).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები