მცირე არწივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:54, 14 თებერვალი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მცირე არწივი (ლათ. Aquila pomarina Brehm, 1831) − ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან. ა ღ წ ე რ ა. გარეგნულად ძალიან ჰგავს მყივანი არწივას, თუმცა მასზე ბევრად პატარაა. ფრთა 445—505 მმ-ია, ნისკარტზედას სიმაღლე (ცვილანის წინ 17 მმ-ზე ნაკლებია; წონა — 1100—1500 გ. მე-7 მომქნევი მე-4 მომქნევ- ზე მოკლეა 60 მმ-ზე მეტით. გარეთა მარაო ამოკვეთილი აქვს მე-2—მე-6, ხოლო შიგნითა — მე-2—მე-7 მომქნევებს. შეფერილობაში სქესობრივი დი- მორფიზმი არ შეიმჩნევა. პირველი წლის სამოსი ზურგისა და მუც- ლის მხარეს მკრთალი მურა ფერისაა, კეფაზე ღია ჟანგმიწისფერი ლაქით. ფრთების მფარავებზე ჟანგმიწისფერი ლაქები ზოლებს წარმოქმნიან. ასეთივე ლაქებია მხრებისა და კუდზედა ბუმბულებზე. მუცლის მხარეს კი ხშირად მოთეთრო ღერძულა ლაქებია. ზრდასრული ფრინველი მკრთალი მორუხო- მურა ფერისაა, თავი ზურგზე უფრო მკრთალი რუხია, მომქნევები მუქი მუ- რაა. საჭის ბუმბულებზე ზოგჯერ მუქი განივი ზოლებია. ასეთ შეფერილობას ღებულობს 2—3 განგურის შემდეგ, როცა თანდათან მცირდება ჟანგმიწის- ფერი ლაქები და ბოლოს სრულიად ქრება. ნისკარტი მოლურჯო-შავია, ცვი- ლანა, პირის ჭრილი და თათი — ყვითელი, ბრჭყალები — შავი. აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ე ვ რ ო პ უ ლ ი მცირე არწი ვ ა — A. p. pomarina Brehm, 1831. გ ა ვ რ ც ე ლ ე ბ ა. სახეობის ბუ- დობის არეალი შეიცავს 2 ძირითად რეგიონს, რომელთაგან ერთი მო- იცავს შუა შუა ევროპას, დასავლე- მდ. ელბას, უნგრეთს, მა- კედონიას, ჩრდილოეთ საბერძნეთს. ჩრდილოეთით ლენინგრადისა და ნოვგოროდის ოლქებს; აღმოსავლე- მოსკოვის, კიევის, პოლტავის ოლქებს; სამხრეთით ბულგა- რეთს, შავი ზღვის ჩრდილო-დასავ- ლეთ სანაპიროებს. შემდეგ კავკასია და მცირე აზია — ყუბანიდან თერგის ქვემო დინებიდან, თურქე- თამდე და ჩრდილო-დასავლეთ ირა- ნამდე. არეალის ამ ნაწილიდან სა- ზამთროდ მიფრინავს აფრიკაში. არეალის მეორე რეგიონი მდება- რეობს ინდოეთსა და ბირმაში. სა- ქართველოში ცნობილია მობუდარი ფრინველის სახით. ბ ი ო ტ ო პ ი. და შერეული და ფოთლოვანი ტყეები ტენიან ადგი- ლებში, დატბორილი მდელოების, ჭაობების მახლობლად ან ჭალებში. კავკა- სიის მთებში შეიძლება შეგვხვდეს 1800 მ-მდე ზ. დ. ლ გ ა მ რ ა ვ ლ ე ბ ა. ბუდეს ჩვეულებრივად იკეთებს ხეზე ტყისპირებში. აპრილის მეორე ნახევარში დებს 2 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი, მაგრამ უმეტეს დროს ბუდეში მაინც დედალი ზის. საინკუ- ბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 45 დღემდე აღწევს. კ ვ ე ბ ა ძირითად საკვებს შეადგენენ ქვეწარმავლები და ამფიბიები, შემდეგ — პატარა ზომის მღრღნელები. იკვებება მოზრდილი ზომის მწერე- ბით, აგრეთვე ზოგიერთი ფრინველით, თუმცა ამ უკანასკნელთ ფრენის დროს ვერ იჭერს. მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ა. კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლოა, მაგრამ მცირერიცხოვნობის გამო დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები