კრუშონი ბანანითა და გროგით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:02, 24 მარტი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კრუშონი ბანანითა და გროგით

1 კგ გარგარი;
400 გ შაქარი;
1 ჭიქა წყალი;
600 ბანანი;
1 ბოთლი ბანანის ლიქიორი;
3 ბოთლი თეთრი ღვინო;
1 ბოთლი შამპანური.

კურკაგამოცლილი გარგარი გავყოთ შუაზე. მოვხარშოთ სქელი სიროფი 400 გრ შაქრისა და 1 ჭიქა წყლისაგან. ცხელი სიროფი დავასხათ გარგარის ნაჭრებს, დავაფაროთ თავსახური და გავაცივოთ. გაცივებულ მასაში ჩავყაროთ თხელ რგოლებად დაჭრილი ბანანი, ჩავასხათ ბანანის ლიქიორი, ქვაბს დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ 1 დღე-ღამის განმავლობაში ცივ ადგილზე. მაგიდასთან მიტანის წინ დავასხათ თეთრი ღვინო და შამპანური.

წყარო

მსოფლიოს ხალხთ სასმელები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები