ალკინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:06, 9 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალკინო

ალკინო – (ინგლ. Alkino, რუს. Алкино), სოფელი რუსეთში, კლიმატური, კუმისით სამკურნალო კურორტი, ბაშკორთოსტანის ჩიშმის რაიონში, უფიდან 35 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს ზემო ბუღულმა-ბელებეის მაღლობის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე დიომას (მდინარე ბელაიას მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 206 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი ბორცვიან-მთაგორიანია.

ჰავა – კონტინენტური, ტყე-ველის. ზამთარი ხანგრძლივია და მკაცრი, თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -14,6°C. ზაფხული ზომიერად თბილია და მშრალი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 19,5°C. ნალექების წლიური რაოდენობაა 500 მმ, ხოლო მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2055 საათი.

ალკინოსა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია ფოთლოვანი (არყის ხე, მუხა და სხვ.) ტყეები. კურორტის მიდამოები დაფარულია, აგრეთვე, ველის მცენარეულობით (ვაციწვერა, წივანა, ცერცვეკალა და სხვ.).

ალკინოს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ტყე-ველის ჰავა და სუფთა, აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული ჰაერი. სამკურნალოდ გამოიყენება აგრეთვე კუმისი.

ალკინოს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: პასიური კლიმატოთერაპია, ჰაერისა და მზის აბაზანები. გამოიყენება აგრეთვე კუმისის პერორალური მიღება (დალევა).

ჩვენებები ალკინოში წასასვლელად: ფილტვების ტუბერკულოზი და პირველადი ტუბერკულოზური ინფექცია.

ტურისტული ობიექტები:

სოფელ ალკინოში (ევანგელისტური სარწმუნოების ქრისტიანების (ორმოცდაათიანელების) ეკლესია „კეთილი ხმა“ (2008 წელი) და სხვ.), სოფელ ალკინოს მიდამოებში (ალკინო 2-ში) (წმიდა მოსე უფიმელის სახელობის მართლმადიდებლური სამწყსო (2010 წელი); ევანგელისტური სარწმუნოების ქრისტიანების (ორმოცდაათიანელების) ეკლესია „კეთილი ამბავი“ და სხვ.), ქ. უფაში (მართლმადიდებლური ტაძრები – უფის ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის სახელობის (1725-1727 წლები), უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელობის (1824-1844 წლები), უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის სახელობის (1844 წელი), წმიდა სერგეი რადონეჟელის სახელობის საკათედრო (1868 წელი), წმიდა სვიმეონ ვერხოტურელის სახელობის (1903 წელი), ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის შობის სახელობის (1903-1909 წლები), დიდმოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა გიორგის სახელობის (2001 წელი), წმიდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის (2001 წელი); მართლმადიდებლური ეკლესიები – ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის საფარველის სახელობის (1817-1823 წლები), ჯვართამაღლების სახელობის (1982-1983 წლები), ვაგზლის მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა ნიკოლოზის სახელობის (1899 წელი) და სხვ.; მეჩეთები – სატაძრო (1830 წელი), „ხაკიმია“ (1907 წელი), გუფრანის (1994 წელი), „ხამზა-ხაჯი“ (1997-2006 წლები) „ლიალია-ტიულპანი“ (1998 წელი) და „მუნირა“ (2002-2011 წლები); XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში გახსნილი რელიგიური დაწესებულებები – ევანგელისტური სარწმუნოების ქრისტიანების ეკლესიები („დიადი დავალება“, „ცოცხალი ღმერთი“, „მამის სახლში“, „ვეფილი“, „მონანიება“, „ცხოვრება და სინათლე“, „ღვთის სიყვარული“, „სიმართლის სინათლე“, წმიდა ეკატერინეს ევანგელისტურ-ლუთერანული საზოგადოება, პროტესტანტული ეკლესია, ევანგელისტურ ქრისტიან-ბაპტისტების ეკლესია, VII დღის ქრისტიან-ადვენტისტების ეკლესია, ევანგელისტური სარწმუნოების ქრისტიან-ორმოცდაათიანელების ეკლესია „იესო მაცხოვარი“ და სხვ.; შენობები – დრამატული თეატრის (1875 წელი), ოპერისა და ბალეტის თეატრის, მ. გაფურის სახ. დრამის თეატრის (1919 წელი); მუზეუმები – მ. ნესტეროვის სახ. სამხატვრო, საბრძოლო ღირსების, ნაციონალური, ნაციონალურ-ლიტერატურული, ნაილ ლატფულინის სახ. თანამედროვე ხელოვნების, კავშირგაბმულობის, როკის, ტყის, კინოს, ისტორიისა და სპორტული ღირსების, ბუნების ისტორიის, გეოლოგიისა და მთამადნეულის, სანთლის ფიგურების, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის, ბაშკირების 112-ე ცხენოსანთა დივიზიის; უფის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის ეგზოთარიუმი; სახლ-მუზეუმები – შ. ხუდაიბერდიევის, ვ. ლენინისა და ა. ტიულ-კინის; მემორიალური სახლ-მუზეუმები – ს. აქსაკოვის და მ. გაფურის; სამხატვრო გალერეები – „აიმაკი“, „აიდარტი“, „ურალი“, „სარა“, „სანგატი“, „მირასი“, „ლიმუზინი“, „აკადემია“, „გოსტინი დვორი“, სამხატვრო სალონი – არტელი; არტ-გალერეა „ბაშფოტო-რუ“; არტ-სალონი; სპორტულ-საკონცერტო კომპლექსი „უფა-არენა“, სალავატ იულაევის ძეგლი; მეგობრობის მონუმენტი და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები