აქ-ბულაქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:31, 23 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქ-ბულაქი – (ინგლ. Ak-Bulak, რუს. Ак-Булак), კლიმატო-ბალნეო-პელოიდური, სამთო-სათხილამურო კურორტი ყაზახეთში, ალმათის ოლქში, თალღარის რაიონში, ქ. ალმათიდან 40 კმ-ში, აღმოსავლეთით და ქ. თალღარიდან 4 კმ-ში, სამხრეთით. მდებარეობს იმიერილის ალათაუს მთისწინეთში, ზღვის დონიდან 1600 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ზედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -8,5°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 20°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 900 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფ- ხულზე. მზის ნათების ხანგრძლივობა 1560 საათია წელიწადში.

კურორტის ტერიტორია დაფარულია ვაშლისა და ჭერმის ბაღებით. გვხვდება, აგრეთვე: ფიჭვის, ნაძვისა და ვერხვის ხეები. თალღარის მთისწინეთში გავრცელებულია ფიჭვნარი. უფრო ზევით, მთის კალთები დაფარულია შერეული ტყეებით (ტიან-შანის ნაძვი, ვერხვი). გვხვდება აგრეთვე: არყის ხეები, კუნელი, ცირცელი და სხვ.

აქ-ბულაქის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა, აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი; კურორტის მიდამოებში არსებული მარილის შახტის სპელეოაეროზოლი; სუსტი მინერალიზაციის (0,5-0,8 გ/დმ3) სუსტად ტუტე, სულფატურ-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი; ტუზ-ქოლის მლაშე ტბის ლამის სულფიდური სამკურნალო ტალახი.

აქ-ბულაქის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: სპელეოთერაპია მარილის შახტის პირობებში და პასიური კლიმატოთერაპია; მინერალური წყლის აბაზანები და პერორალური მიღება (დალევა), ინჰალაციები, გამორეცხვები და შესხურებები აღნიშნული წყლით; სამკურნალო ტალახის აბაზანები, აპლიკაციები და ტამპონები;

ჩვენებები აქ-ბულაქში წასასვლელად: დასვენება; თხილამურებით სრიალი და ციგურაობა ზამთარში; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების, ნივთიერებათა ცვლის, ენდოკრინული და პერიფერიული ნერვული სისტემების, ყელისა და თვალების, კანის, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, შარდ-სასქესო ორგანოების, პირის ღრუსა და კბილების პათოლოგიები.

ურისტული ობიექტები: აქ-ბულაქისთვის უახლოესი მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტები მდებარეობს ქ. ალმათში


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები