მალიპიერო ჯან ფრანჩესკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:32, 30 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯან ფრანჩესკო მალიპიერო –(18 მარტი 1882, ვენეცია – 1 აგვისტო 1973, ტრევიზო), იტალიელი კომპოზიტორი, მუსიკისმცოდნე და მუსიკის კრიტიკოსი, პედაგოგი. თანამედროვე იტალიური მუსიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. მისი შემოქმედება იმპრესიონიზმისა და ნეოკლასიციზმის გავლენით ჩამოყალიბდა. ოპერები (უმთავრესად საკუთარ ლიბრეტოზე): „გოლდონის სამი კომედია“ (1926); „იულიუს კეისარი“ (1936), და „ანტონიუსი და კლეოპატრა“ (1938, შექსპირის მიხედვით); „დონ ჯოვანი“ (1965, პუშკინის მიხედვით). მალიპიერო ავტორია მონოგრაფიებისა კ. მონტევერდიზე, ა. ვივალდისა და ი. სტრავინსკიზე.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები