ყაპყაპისებრნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:48, 30 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყაპყაპისებრნი (ლათ. Coraciidae) − ფრინველთა ოჯახი ყაპყაპისნაირთა რიგიდან. ოჯახში საშუალო ზომის ფრინველებია, მკვეთრი შეფერილობის, მაგრამ მეტალური ელვარების გარეშე. ნისკარტი შედარებით მოკლეა, ძლიერი და სწორი, მხოლოდ ნისკარტზედას წვეროა მოკაუჭებული. ფეხები ძლიერია, თითები ერთმანეთთან არ არიან შეზრდილი და ძირამდე თავისუფალია. გალოზე განივი ფარებია. პირველი რიგის მომქნევი 11-ია, საჭის ბუმბულები − 12. კუდუსუნის ჯირკვალი შეუმოსავია.

მონოგამიური ფრინველებია. ბუდობენ ცალკეულ წყვილებად ფუღუროებში, კლდეთა ნაპრალებში, სოროებში. დებენ 4-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 18-19 დღემდე გრძელდება. იკვებებიან დიდი ზომის მწერებით, ზოგჯერ წვრილი ხერხემლიანებითაც. სასარგებლო ფრინველებია.

ოჯახში 5 გვარი და 16 სახეობაა. გავრცელებული არიან ევროპის, აზიის, აფრიკისა და ავსტრალიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. საქართველოში მოიპოვება მხოლოდ ერთი გვარი.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები