მაჩაიძე ნინო
ნინო მაჩაიძე – (8 მარტი 1983, თბილისი], ქართველი მომღერალი (ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო). ნინო მაჩაიძე 8 წლის ასაკიდან დაიწყო ვოკალური გაკვეთილების მიღება თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სკოლაში (პედ. ჯულიეტა (დოდო) დიასამიძე). 2004 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (თ. გუგუშვილის კლასი) მას აქვს უნიკალური სტილი, შესრულების ტექნიკა, ვოკალური დიაპაზონი, ძლიერი ხმა, საოცარი არტისტიზმი და სცენიურობა. პირველი სოლო კონცერტი გამართა 17 წლის ასაკში თბილისის კონსერვატორიაში. სტუდენტობის დროს გამოდიოდა როგორც კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში ასევე თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე, სადაც შეასრულა მრავალი პარტია. 2000 გახდა რესპუბლიკური ფესტივალის „მთენი 2000-“ის ლაურეატი, პირველი პრემია ვოკალისტთა შორის (თბილისი). 2003 მიიღო პირველია პრემია სრულიად რუსეთის XI სტუდენტურ კონკურსში „Bella voce“ (მოსკოვი). 2005 გაემგზავრა იტალიაში, გაიარა კონკურსი და ჩაირიცხა „ლა სკალას“ აკადემიაში. სწავლის პერიოდში შედგა მისი დებიუტი „ლა სკალას“ სცენაზე, მოცარტის საიუბილეო საღამოზე, რომელმაც უდიდესი ტრიუმფით ჩაიარა. მიღწეულმა წარმატებებმა მას გაუხსნა გზა მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრებისაკენ.
ნინო მაჩაიძე დიდი ხანია რაც „ლა სკალას“ თეატრის სცენაზე გამოდის, მაგრამ ნამდვილი ვარსკვლავის სტატუსი მოუტანა ზალცბურგში სიმღერამ. მრავალფეროვანი რეპერტუარით გამოდის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. გამოდიოდა ისეთ მომღერლებთან როგორიცაა: პლასიდო დომინგო, ხოსე კარერასი, რენატო ბუზონი, შალვა მუქერია და სხვ.
2012-2013 ესპანეთის საუკეთესო მომღერლად იქნა აღიარებული. ამჟამად ცხოვრობს მილანში.