ნონო ლუიჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:06, 5 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუიჯი ნონო

ლუიჯი ნონო − [29 იანვარი 1924, ვენეცია – 8 მაისი 1990, ვენეცია), იტალიელი კომპოზიტორი. იტალიის წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე, იტალიის კომპარტიის წევრი (ფ. მალი პიეროს მოწაფე). 50-იან წლებში პ. ბულეზსა და კ. შტოკჰაუზენთან ერთად სათავეში ჩაუდგა მუსიკალურ ავანგარდიზმს.

ლუიჯი ნონო სერიული სკოლის წარმომადგენელია. იგი თავის შემოქმედებაში ფართოდ იყენებს ალეატორიკასა და ელექტრონულ მუსიკას. ნაწარმოებები: „ფედერიკო გარსია ლორკას ეპიტაფია“ (1953), კანტატა „შეწყვეტილი სიმღერა“ (1956), საორკესტრო კომპოზიცია (1958), „პოლონეთის დღიური“ (1959, დაწერილია სიკვდილის ბანაკების ნახვის შემდეგ), კანტატა „ჰიროსიმის ხიდზე, სიცოცხლისა და სიყვარულის სიმღერები“ (1962), ვოკალურ-ელექტრონული კომპოზიცია „აჩრდილი ბორგავს მსოფლიოში(“1970), რამდენიმე ოპერა („პრომეთეოსი“, 1985) და სხვ.





წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები