ტარივერდიევი მიქაელ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:55, 12 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მიქაელ ტარივერდიევი –(15 აგვისტო 1931, თბილისი, 25 ივლისი 1997, მოსკოვი), სომეხი კომპოზიტორი, რსფსრ სახალხო არტისტი (1986), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1977). სწავლობდა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში (შ. მშველიძესთან) და მოსკოვში გნესინების სახელობის მუსიკალურ-პედაგოგიურ ინსტიტუტში. (ა. ხაჩატურიანთან). შემოქმედებითი მოღვაწეობის ძირითადი სფეროები: კამერული მუსიკა; მუსიკალური თეატრი, მუსიკა კინო და ტელეფილმებისათვის და სხვ. ფართო აღიარება მოიპოვა ტარივერდიევის მუსიკამ კინოფილებისათვის „ბედის ირონია ანუ გაამოთ“ და ტელესერიალისათვის „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვებ“. სსრკ სახელმწიფო პრემია (1977).