ტოსკანინი არტურო
არტურო ტოსკანინი – (25 მარტი 1867, პარმა – 6 იანვარი 1957, ნიუ-იორკი), იტალიელი დირიჟორი.
1885 დაამთავრა პარმის კონსერვატორია (ჩელოს განხრით). როგორც დირიჟორი პირველად 1886 გამოვიდა რიო-დე-ჟანეიროში. 1887-98 საოპერო და სიმფონიური დირიჟორია იტალიაში. 1898- 1903, 1906-08 და 1921-29 ხელმძღვანელობდა მილანის „ლა სკალას“, 1908-15 ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ-ოპერის“ დირიჟორია. არტურო ტოსკანინი გასტროლებს მართავდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 1928-იდან ცხოვრობდა აშშ-ში, ხელმძღვანელობდა „მეტროპოლიტენ-ოპერას“. ნიუ- იორკის ფილარმონიულ (1926-36) და ეროვნულ რადიომაუწყებლობის კომპანიის ორკესტრებს. არტურო ტოსკანინი სადირიჟორო ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. მას ჰქონდა იშვიათი არტისტული ტემპერამენტი და მუსიკალური მეხსიერება. ასრულებდა კლასიკურ და რომანტიკულ მუსიკას, აგრეთვე თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებებს (1942 პირველმა საზღვარგარეთ უდირიჟორა დ. შოსტაკოვიჩის VII „ლენინგრადულ“ სიმფონიას).