ქართული მუსიკისმცოდნეობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:57, 14 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული მუსიკისმცოდნეობა – ძველ საქართველოში მეცნიერული აზრი მუსიკის შესახებ ყალიბდებოდა საკუთრივ პროფესიული (სასულიერო) მუსიკალური ხელოვნების განვითარების პარალელურად. დიდი ქართველი ჰიმნოგრაფი და კომპოზიტორი მიქაელ მოდრეკილი, განთქმული „იადგარის“ (978-988) შემდგენელი, გარკვეული აზრით, პირველ ქართველ მუსიკისმცოდნედ შეიძლება ჩაითვალოს. ქართული გალობისა და მისი ჰარმონიული სტრუქტურის შესახებ ძვირფას ცნობებს შეიცავს იოანე პეტრიწის შრომა „განმარტებაჲ პროკლესათვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათვის“. ქართული მუსუსიკალური ტერმინოლოგიის იმ დროისათვის არსებული ძირითადი ფონდი წარმოდგენილია სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში. თავისი დროის თვალსაჩინო მუსიკისმცოდნეა იოანე ბაგრატიონი. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის „კალმასობას“ (1828-29) და მუსიკის მოკლე სახელმძღვანელოს. საგრძნობი წვლილი შეიტანეს თეორიული მუსიკალური განათლების დანერგვისა და ქართული ხალხური მუსიკისა და სასულიერო გალობის შესწავლაში XIX ს. დასასრულს და XX ს. დასაწყისში ხ. სავანელმა, ფ. ქორიძემ, პ. კარბელაშვილმა, ზ. ჩხიკვაძემ, ი. კარგარეთელმა, მ. ბალანჩივაძემ, დ. არაყიშვილმა, ზ. ფალიაშვილმა და სხვ.

პირველ პროფესიონალ მუსიკისმცოდნედ უნდა ჩაითვალოს ა. რაზმაძე (მოსკოვის კონსის პროფ.), რომელსაც ეკუთვნის „ჰარმონიის ამოცანათა კრებული“ (1880) და დიდტანიანი „მუსიკის ისტორიის ნარკვევები“ (1888).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები