ციმბალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:48, 19 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ციმბალი – (პოლ. cymbaly ბერძ. kymbalon), სიმებიან-დასარტყმელი მუსიკალური საკრავი. შედგება ტრაპეციის ფორმის ხის ბრტყელი კორპუსისაგან, რომელზედაც დეკით სიმებია დაჭიმული. ხმას გამოსცემს 2 ხის ჯოხის ან საცემელას ჩამოკვრით ლითონის სიმებზე. მისი დიაპაზონია დიდი ოქტავის მი-დან მესამე ოქტავის მი-მდე.
ციმბალი უძველესი საკრავია (გამოსახულება გვხვდება უძველეს ასურულ ძეგლებზე). იგი დასავლეთ ევროპაში ცნობილია XVIII ს-იდან. გავრცელებულია უნგრეთში, სლოვაკიაში. ც ციმბალის მონათესავე საკრავია მოლდავური ციმბალი, სომხური სანთურ, ქართული სანთური, უზბეკური ჩანგი. XIX ს. დასასრულს შეიქმნა ქრომატული ციმბალის ოჯახი (პრიმა, ალტი, ბანი, კონტრაბასი), რუსეთში XVII ს-ში ციმბალს კლავესინი ეწოდებოდა.