ხარაძე ნადეჟდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:59, 19 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნადეჟდა ხარაძე – 28 დეკემბერი 1912, თბილისი, - 16 ივლისი 1999, იქვე), ქართველი მომღერალი (ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო) და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1946).

1937 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ე. ვრონსკის კლასი). 1936-62 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. შესანიშნავი სცენური გარეგნობის, ლამაზი ტემბრის ხმის და სამსახიობო ნიჭის წყალობით ნ. ხარაძემ შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი ვოკალურ-სცენური სახე კლასიკურ ოპერებში, აგრეთვე ოპერეტებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია: მარო, მარიხი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ქეთო (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), თინათინი (შ. მშველიძის „ამბავი ტარიელისა“), ცირა (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), იოლანტა (პ. ჩაიკოვსკის „იოლანტა“), ვიოლეტა (ჯ. ვერდის „ტრავიატა“), მიუზეტა (ჯ. პუჩინის „ბოჰემა“), მარგარიტა (ჯ. მეიერბერის „ჰუგენოტები“), პერიკოლა (ჟ. ოფენბახის „პერიკოლა“). 1960-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი იყო (1976-იდან – პროფ.). გადაღებულია მხატვრულ ფილმში „აურზაური სალხინეთში.“


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი [კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები