ჰანსლიკი ედუარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:47, 20 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ედუარდ ჰანსლიკი – 1 სექტემბერი 1825, პრაღა − 6. აგვისტო 1904, ბადენი, ვენის მახლობლად), ავსტრიელი მუსიკისმცოდნე. 1846-დან გამოდიოდა, როგორც მუსიკისმცოდნე. 1856-დან ასწავლიდა მუსიკის თეორიას, ისტორიას და ესთეტიკას ვენის უნივერსიტეტში. მისი ცნობილი ტრაქტატი „მუსიკალური მშვენიერების შესახებ“ (1854) – ცხარე კამათის საგანი გახდა თავისი ძალზე თამამი, სადისკუსიო აზრებითა და საერთო კონცეფციით, რომლის მიხედვით: მუსიკალური შინაარსი არის ბგერითი ფორმების მოძრაობა – და „მუსიკა არაფერს გამოხატავს და არც ისწრაფვის ამისკენ“. აქედან მომდინარეობდა ჰანსლიკის უარყოფითი დამოკიდებულება პროგრამული მუსიკისა და ოპერისადმი (პირველ რიგში, ლისტისა და ვაგნერის მიმართ) და მუსიკის განსაზღვრა, როგორც თავისებური „თამაშისა“ (ი. კანტის ესთეტიკური პოსტულატის გამოძახილი). ყოველივე ამასთან, საჭიროა აღინიშნოს, რომ ჰანსლიკის ესთეტიკურმა შეხედულებებმა ძლიერი ზეგავლენა მოახდინეს დასავლეთ ევროპული მუსიკალური მეცნიერების განვითარებაზე. ისინი ამოსავალ პუნქტებად იქცნენ ჰ. რიმანის და გ. ადლერის მუსიკალური სტილის თეორიისათვის. დიდი შემეცნებითი მნიშვნელობა ჰქონდა ჰანსლიკის მომდევნო წლების შრომებს მუსიკალური შემოქმედების მრავალ საკითხზე. მისი საყვარელი კომპოზიტორები იყვნენ ბახი, ვენის კლასიკოსები (განსაკუთრებით, ბეთჰოვენი), ბრამსი; ერთ-ერთმა პირველმა დასავლეთ ევროპაში მან დააფასა ჩაიკოვსკისა და რიმსკი-კორსაკოვის შემოქმედება.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები