ხორავა რუსუდან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:30, 21 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუსუდან ხორავა

რუსუდან ხორავა – (6. მარტი 1954, ფოთი), ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი. კომპოზიტორთა კავშირის წევრი. ფოთის საპატიო მოქალაქე (2014).

1978 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ა. მაჭავარიანის საკომპოზიციო კლ.).1982 იმავე პედაგოგთან ასპირანტურა (კომპოზიცია). ნაწარმოებები: საბავშვო ოპერეტა „რწყილი და ჭიანჭველა“, ბალეტი „სინათლის ძალა“ (1982), რომანტიკული სიმფონია, საფორტეპიანო კონცერტი, სავიოლინო კონცერტი, საფორტეპიანო ფანტაზია გუნდები ინსტების თანხლებით და A. Cappela, მათ შორის: „ო, ენავ ჩემო“, „ვოკალიზი“, „ნანა“, „გმირების ხსოვნას“, „საგაზაფხულო პასტორალი“, „მონატრება“, „რონდო“, „ჩემო მარტოხელა სულო“, „მიყვარხარ“, „გულო დაობლებულო“, „ბუხართან“, „ზამთრის სერენადა“, „სახუმარო“, და სხვ. საბავშვო სიმღერები და გუნდები; „საბავშვო პიესები“, სიმებიანი კვარტეტი, სიუიტა ორი ფორტეპიანოსათვის, 2 ცეკვა, პიესები, ელეგია და სხვ.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები