ჩიჩხინაკი
ჩიჩხინაკი (ლათ. Turdus mucicus LInnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − შაშვისებრნი (Turdidae)
- გვარი − შაშვი (turdus)
ჩიჩხინაკი მომცრო ზომის შაშვია; ფრთა 110-125 მმ-ია, კუდი – 75-85 მმ, ნისკარტი – 14-18 მმ, წონა – 45-70 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არ შეიმჩნევა. შაშვის გვარის სხვა ფრინველებისაგან ადვილად გამოიცნობა თვალების ზემოთ ფართო, მოჟანგ- მიწისფრო-თეთრი ზოლებით („წარბებით“). ზურგის მხარეს საერთო შეფერილობა ერთფეროვანი მურა-წენგოსფერია, მომქნევები მუქი მურა. ფრთების დიდ მფარავებსა და მომქნევებს ღია ფერის არშიები აქვთ. მუცლის მხარეს მოთეთროა, მოშავო ფერის გასწვრივი ზოლებით. სხეულის გვერდები და ფრთების ქვემო მფარავები მურა-ჟანგისფერია, რითაც კარგად გამოირჩევა წრიპასაგან. მუცლის შუა ნაწილზე წინწკლები არაა. კუდქვეშა ბუმბულების მარაოებს კიდეები მუქი მურა აქვთ. ნისკარტი შავია, ფეხები – ყვითელი.
აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი ჩიჩხინაკი – T. m. musicus Linn., 1758.
გავრცელება
ერთი ქვესახეობა ბუდობს ისლანდიაში, ფარერის კუნძულებზე და ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში. მეორე ქვესახეობა ვრცელდება ევროპისა და აზიის ტაიგის ზონაში – სკანდინავიიდან მდ. კოლიმამდე. სამხრეთი საზღვარი გადის ტიურინგიასა და სილეზიაზე, ბელორუსიაში, პოლტავაზე, ვორონეჟზე, ტომსკზე, ბარნაულსა და ნოვოსიბირსკზე; ჩრდილოეთით – პეჩორის, ობის, ხატანგისა და კოლიმის შესართავებამდე. ზამთარს ატარებს სამხრეთ ინგლისში, საფრანგეთსა და ესპანეთში. კანარის კუნძულებზე და ალჟირში, იტალიაში, ბალკანეთში, ყირიმში, ამიერკავკასიაში, პალესტინაში და ირანში, ინდოსტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. საქართველოში ცნობილია როგორც მოზამთრე ფრინველი.
ბ ი ო ტ ო პ ი. ბუდობის დროს მოიპოვება ტაიგის მეჩხერ ტყეებსა და ბუჩქნარებში, განსაკუთრებით ჭაობიან არყნარებსა და მურყნარებში. ზამთარ- ში ეტანება კენკროვან ბუჩქნარებს და ფითრიან ხეებს. გ ა მ რ ა ვ ლ ე ბ ა. ბუდეს იკეთებს ხეებზე, ხავსისა და წვრილი ხმელი ტოტებისაგან. წელიწადში მრავლდება ორჯერ, პირველად მაისის ბოლო რი- ცხვებში, ხოლო მეორედ ივლისის დასაწყისში დებს 4–7 კვერცხს. კრუხად ჯდება მორიგეობით ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდი 13 დღემდე გრძელდება. ბარტყების აღზრდაზეც ორივე მშობელი ზრუნავს. ე კ ვ ე ბ ა ჩიჩხინაკი იკვებება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებით, მაგრამ ზაფხულში, განსაკუთრებით ბარტყების გამოკვების დროს, ჭარბობს ცხოველური საკვები, ხოლო შემოდგომითა და ზამთარში – მცენა- რეული. ცხოველური საკვებიდან ძირითადია მწერები, მცენარეულიდან კენკრა. ლია. 454 მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ა. კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინვე-