რუსთაველი ფოლკლორში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:01, 5 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსთაველი ფოლკლორში – საუკუნეების განმავლობაში ქართველმა ხალხმა თავისი საყვარელი პოეტის ზეპირსიტყვიერი ბიოგრაფია შექმნა, რომელსაც ლიტერატურაში ყოველთვის როდი ეძებნება დადასტურება. რუსთაველი შემოქმედებითაც და ცხოვრებითაც გადასულია ხალხში, ფოლკლორში ვეფხისტყაოსნის სტროფები, და ხშირად მთელი ტექსტიც, ბოლო დრომდე სრულდებოდა და სრულდება ზეპირად სხვადასხვა შეკრებილობებში. პოემა ოჯახის ძვირფას საუნჯეს წარმოადგენდა, რომელსაც თვალსაჩინო ადგილი ეჭირა მზითვის წიგნებში. ამას მოწმობს სასიმღერო ლექსი:

ქალი მყავდა მშვენიერი,
თავმორთული, კაოსანი –
გავათხოვე, გავატანე
ჩემი ვეფხისტყაოსანი...

საქართველოში საუკუნეების სიღრმიდან მომდინარე მდიდარი ტრადიცია არსებობს რუსთაველის ლექსების შესრულებისა. სახალხო მგოსნებს და მომღერლებს დამუშავებული ჰქონდათ წესები, როგორც ტურნირებისა, ისე ვრცელი პოემის შესწავლისა, ხშირად წიგნის გარეშე, სხვათა წაკითხვით ხელნაწერში. შემსრულებელთა პოეტური შეჯიბრი იმართებოდა ყოველდღიურ ყოფაში, განსაკუთრებით ქორწილსა და ნადიმობაში, აგრეთვე ლაშქრობის დროს. ტურნირში იმღერებოდა გარემოებისა და სიტუაციის შესაბამისი სტროფები, ეპიზოდები, თავები, თუ შეკრებილობას მანდილოსნები ესწრებოდნენ, – პირველად ქალთა საქებარი ითქმოდა, მერე ვაჟკაცობას მეგობრობასა და მიჯნურობას დაახასიათებდნენ შაირსიტყვაობით. მოპაექრეთ შეჯიბრში რუსთაველის ტექსტიდან გადახვევის ნება არ ჰქონდათ. ვინც საჭირო სტროფს ვერ მოიგონებდა და აზრობრივად ვერ შეუწყობდა მოპირდაპირეს, – დამარცხებულად ითვლებოდა. საჯაროდ გადმოსცემდნენ აგრეთვე აფორიზმებს, თქმულებებს, ლეგენდებს პოეტის ცხოვრებაზე. ბევრმა ხალხურმა ცნობამ ასახვა პოვა მწერლობაში.

მ. ჩიქოვანი


ლიტერატურა

მ. ჩიქოვანი, შოთა რუსთაველი და ქართული ფოლკლორი, 1966; მისივე, ხალხური ვეფხისტყაოსანი, 1937;

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები