შურის ციხე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:38, 9 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შურის ციხე – ციხე ხევსურეთში, სოფელ ბარისახოსთან რომელიც შიდა ხევსურეთში შესასვლელ ხეობას კეტავდა იგი ცხრასართულიანი ყოფილა – უძველესი და აუღებელი. შეუმუსრავს და დაუნგრევია ზურა ერისთავს. მასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდები, საისტორიო გადმოცემები და სიმღერები. ციხის კარზე იდგა ალვის ხე, რომლის წვერიც ოქროს ჯაჭვით ცაზე იყო მიბმული და ზეციურ ძალებთან დაკავშირებული. ციხის საიდუმლოება გაუცია ღულელ სუმელჯი არიშაულს, ალვის ხე მოუჭრიათ, ოქროს ჯაჭვი გაწყვეტილა და ცაში აკეცილა. ღვთისშვილებთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ ციხე დაცემულა.
დ. გოგოჭური
ლიტერატურა
- ვაჟა-ფშაველა, თხზ., 1961, V, გე. 50;
- ა. შანიძე ხალხური პოეზია, 1931, გვ. 272;
- მ. ჩიქოვანი, ქართ. ხალხ. სიტყვ. ისტორია, 1956, გვ. 266;
- მისივე, დემეტრეს წმ. მუხა: ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები, 1971.