ჰემო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:56, 9 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰეჲამო (ჰემო) − ლაზური ნადური (ყანური) სიმღერა. ხმირაღ „ოხაჩქუშ ბირაფა“ („თესვის სიმღერა“) ეწოდება. ძირითადად ყანურ შრომასთან, თესვასთან არის დაკავშირებული და ამ მიზნით მოწვეულ ნადში იმღერება. ჰეჲამო ლაზთა შორის ყველაზე გავრცელებული სიმღერაა. ნადური შრომის რიტმთან კარგად შეხამებულია მელოდია, მუსიკალური ფრაზა, „უსიტყვო“ კომპლექსური რიტმული ამოძახილი პოეტური ტექსტისა და კორიფეს გარეშე. სიმღერაში ფოლკლორული სინკრეტიზმის აშკარა ნიშნები იჩენს თავს და მის არქაულობაზე მიუთითებს. საყურადღებოა, რომ მომღერალთა ჯგუფი მუსიკალური ფრაზის („ჰე, ჰე ჰეჲამო, ამაო, ჰემო ჰეჲამო"), მეორე ნაწილს ხშირად ცვლის პოეტური გამონათქვამებით.
ზ. თანდილავა
ლიტერატურა
ზ. თანდილავა, ლაზური ხალხური პოეზია, 1972.