ჯილდაობა
ჯილდაობა – ხალხური სპორტული შეჯიბრება, რომელიც ქვის გასროლა-აწევაში მდგომარეობდა. ხატობის დროს, სადღესასწაულო შეკრებილობაში, ახალგაზრდობა სხვადასხვა ტრადიციულ შეჯიბრთან ერთად სიმძიმის აწევას თუ გასროლასაც მიმართავდა აღდგომის პირველ ორშაბათს ლეჩხუმში ხატარეშობისას, დეხვირის საზოგადოება მცხეთიდან ხატს გამოიტანდა და მოკრძალებით დაასვენებდა ცაცხვის ქვეშ. იქ დიდი ქვის ქვეშ შენახულ ქვის ბურთს გამოიღებდნენ და აღმოსავლეთისაკენ ხევზე გადაისროდნენ მკლავმარჯვენი. შორს გასროლისა და ქვის დაცემის ხასიათის მიხედვით წლის ავკარგიანობაზე წინასწარმეტყველებდნენ. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ქვის შორს გასროლაზე ჯილდო იყო დაწესებული. ამგვარი სპორტული თუ სამხედრო შეჯიბრის კვალი კოპალასა და იახსარის ლექსებშიც იჩენს თავს. იახსარი რიტუალურ ლექსში ამბობს:
სიმძიმით არა მარტო ხორციელნი იწრთობიან, არამედ ღვთაებანი და ღვთისშვილნიც. „სავაჟკაცო ქვით“ ან მისი შემცველი საგნით ასაკში მოსულ ჭაბუკთა ძალის შემოწმება ამირანის უძველეს თქმულებაშიც გვხვდება.
მ. ჩიქოვანი
ლიტერატურა
- მ. ალავიძე, ლეჩხუმური ზეპირსიტყვაობა, 1951, გვ. 129;
- თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები, 1967, გვ. 42;
- ქართული ხალხური პოეზია, I, 1972.