ჯილდაობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:01, 9 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯილდაობა – ხალხური სპორტული შეჯიბრება, რომელიც ქვის გასროლა-აწევაში მდგომარეობდა. ხატობის დროს, სადღესასწაულო შეკრებილობაში, ახალგაზრდობა სხვადასხვა ტრადიციულ შეჯიბრთან ერთად სიმძიმის აწევას თუ გასროლასაც მიმართავდა აღდგომის პირველ ორშაბათს ლეჩხუმში ხატარეშობისას, დეხვირის საზოგადოება მცხეთიდან ხატს გამოიტანდა და მოკრძალებით დაასვენებდა ცაცხვის ქვეშ. იქ დიდი ქვის ქვეშ შენახულ ქვის ბურთს გამოიღებდნენ და აღმოსავლეთისაკენ ხევზე გადაისროდნენ მკლავმარჯვენი. შორს გასროლისა და ქვის დაცემის ხასიათის მიხედვით წლის ავკარგიანობაზე წინასწარმეტყველებდნენ. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ქვის შორს გასროლაზე ჯილდო იყო დაწესებული. ამგვარი სპორტული თუ სამხედრო შეჯიბრის კვალი კოპალასა და იახსარის ლექსებშიც იჩენს თავს. იახსარი რიტუალურ ლექსში ამბობს:

ღვთის კარზე შავიყარენით სამოცდასამი ხატია,
დაგვიდგეს სასწორ-ჩარექი, ოქროთ ნაჭედი ხატია,
სამოცსა ფუთსა რკინასა ვერვინ შაუდო ძალია...
ავწიე, ისე ავიღე, ქვეშ გაუტარე ქარია,
მაჩუქა დამბადებელმა მშვილდ-ლახტი საომარია.

სიმძიმით არა მარტო ხორციელნი იწრთობიან, არამედ ღვთაებანი და ღვთისშვილნიც. „სავაჟკაცო ქვით“ ან მისი შემცველი საგნით ასაკში მოსულ ჭაბუკთა ძალის შემოწმება ამირანის უძველეს თქმულებაშიც გვხვდება.

მ. ჩიქოვანი



ლიტერატურა

  • მ. ალავიძე, ლეჩხუმური ზეპირსიტყვაობა, 1951, გვ. 129;
  • თ. ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები, 1967, გვ. 42;
  • ქართული ხალხური პოეზია, I, 1972.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები