ანაფორა (სტილისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანაფორა – (ბერინ. anaphora – ზევით გამოტანა), პოეტური ფიგურის სახეობა, ერთისა და იმავე ან თანაჟღერადი ბგერითი შედგენილობის სიტყვების ან სინტაქსური კონსტრუქციების გამეორება სალექსო ტაეპებისა თუ სტროფების დასაწყისში. პროზაში –ფრაზების ერთი და იმავე სიტყვებითა და გამოთქმებით დაწყება.

ერთმანეთისაგან განასხვავებენ ბგერით, ლექსიკურ და სინტაქსურ ანაფორას.

ბგერითი:

მშეენიერო, შენ გეტრფი,
შენი მონა ერთგული,
შენით სულდგმულს, შენგანვე
შენთვის მიჭგერს ეს გელი.

(აკაკი).


ლექსიკური:

არ გავცვლი სალსა კლდეებსა. უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცელი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.

(რ. ერისთავი).


სინტაქსური:

საით მივყევარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ეპოვებ შეებას მიუსაფარი,

(გ. ტაბიძე).



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები