ბუფონადა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:48, 9 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბუფონადა – (იტალ. buffonata – ხუმრობა, ტაკიმასხრობა), კომედიის სახეობა, რომელიც ხასიათდება უკიდურესად გაზვიადებული კომიზმით. ბუფონადისთვის ნიშანდობლივია პერსონაჟის სულიერი თვისებების და გარეგნული მახასიათებლების გაზვიადებული, გაშარჟებული წარმოჩენა. ამ ხერხს უძველესი დროიდან იყენებდნენ მოხეტიალე მსახიობები, მიმები, ჰისტრიონები, ატელანები, სკომოროხები, ბერიკები და სხვ.). ბუფონადის სტილს ფართოდ იყენებდნენ კომედია დელ’ არტეში, სამოედნო-ბაზრობების თეატრში.
ევროპის ბევრ ქვეყანაში დღემდე არსებობს სამსახიობო ამპლუა – ბუფონი.