ეკლოგა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:29, 15 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეკლოგა (ბერძნ. ekloge – შერჩევა, არჩევა) – ბუკოლიკური პოეზიის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც წარმოიშვა ელინისტური პერიოდის ბერძნულ ლიტერატურაში. იგი პასტორალისა და იდილიის მსგავსია და ზოგჯერ მოიცავს დიალოგს მწყემს ქალ-ვაჟს შორის. განსაკუთრებული მხატვრული ღირსებებით ხასიათდება რომაელი პოეტის ვერგილიუსის ეკლოგები (70-19 წ. ძვ. წ.).