რუნები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:25, 1 აგვისტო 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რუნები – (ფინ. სიმღერა), ფინური სახალხო სიმღერები ლეგენდარული გმირების ცხოვრებასა და ბრძოლებზე.
რუნული ლექსი – თანაბარმარცვლიანი ორსტრიქონიანი ურითმო ლექსი, რომლის მეორე სტრიქონი იმეორებს პირველი სტრიქონის აზრს მცირედი ცვლილებით.
ჩვეულებრივ, რუნს ასრულებს ორი მომღერალი – მთქმელი ხალხურ ინსტრუმენტზე – კანტელაზე. როდესაც ერთი მომღერალი – მთქმელი ამთავრებს ლექსს, მეორე იმეორებს მას, რითაც პირველს შემდეგი ლექსის შეთხზვის საშუალება ეძლევა.