ტერფი (ლექსი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:35, 4 აგვისტო 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტერფი – ლექსის საზომი ერთეული, უმცირესი რიტმული ელემენტი, რომელიც რამდენიმე მარცვალს მოიცავს. არსებობს ორმარცვლიანი, სამმარცვლიანი, ოთხმარცვლიანი და ხუთმარცვლიანი ტერფები.
ანტიკური ლექსწყობა ტერფის 30-მდე სახეობას ითვლის.
ქართულ ლექსწყობაში ძირითადად გავრცელებულია ოთხი სახის ტერფი, რომლებიც შედგენილია ერთი მახვილიანი და ერთი ან რამდენიმე უმახვილო მარცვლისაგან. ორმარცვლიანი ტერფებიდან გვხვდება ქორე, სამმარცვლიანებიდან – დაქტილი, ოთხმარცვლიანებიდან პეონი, მეორე პეონი, იშვიათად პირველიც.