ჭეიშვილი რევაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:04, 5 აგვისტო 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რევაზ ჭეიშვილი – (დ. 24 აპრილი, 1933, ქუთაისი — გ. 11 სექტემბერი, 2015). — პოლიტიკოსი, მწერალი. მრავალი წიგნის ავტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1959).
სამუშაო გამოცდილება
- ლიტერატურულ-საგამომცემლო საქმიანობა.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული სიით, №6 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი „ერთობა“.
- საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1992-2000).
პრემიები
სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი.
სახელმწიფო ჯილდოები
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.