ლასურია მუშნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:36, 11 აგვისტო 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუშნი ლასურია

მუშნი ლასურია − (დ. 1938, წლის 16 იანვარი), აფხაზი პოეტი, აფხაზეთის მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე (1979 წლიდან), ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურ ენაზე მთარგმნელი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981).

დაიბადა 1938 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კუტოლში, 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი, 1974 წელს — მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა.

მუშნი ლასურიამ პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1955 წელს, ლექსების პირველი წიგნი („აკვანი“) — 1963 წელს; ლასურიას კალამს ეკუთვნის პოეტური კრებულები: „იმედი“ (1965), „აბრეშუმის სახლი“ (1967), „წყალთა მეუფე“ (1970), „ჩანჩქერთა დილა“ (1973), „მთესველი“ (1976), მუშნი ლასურიას პოეზიის თემებია: სამშობლო, ბუნების მშვენიერება, სიყვარული… ლასურიას ლექსები გამოირჩევა ფორმათა მრავალფეროვნებით, პოეტის ლექსები თარგმნილია ქართულ, რუსულ და სხვა ენებზე.

მუშნი ლასურია ამავე დროს პოეტური თარგმანის ოსტატიცაა, დიდ მუშაობას ეწევა მსოფლიო პოეზიის აფხაზურ ენაზე სათარგმნელად; სხვადასხვა დროს თარგმნილი აქვს პუშკინის, ლერმონტოვის, ბაირონის ქმნილებები, აგრეთვე, გარდა „ვეფხისტყაოსნისა“, ქართული პოეზიის ნიმუშები: ირაკლი აბაშიძის „პალესტინა! პალესტინა!“, გიორგი ლეონიძის, შოთა ნიშნიანიძის ლექსები.

1981 წელს, „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურ ენაზე თარგმნისათვის, მუშნი ლასურიას შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.


წყარო

რუსთაველის პრემიის ლაურეატები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები