ანტიფონტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:00, 18 სექტემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტიფონტი – (ბერძ. Ἀντιφῶν, ძვ.წ. 480–411), უძველესი ათენელი რიტორი, მასწავლებელი მჭერმეტყველებისა და ავტორი სამოსამართლო სიტყვებისა. როგორც ოლიგარქიული პარტიის წარმომადგენელმა, მან მონაწილეობა მიიღო 411 წლის გადატრიალებაში, რომლის ჩაქრობის შემდეგ თერამენემ იგი სამართალში მისცა როგორც სამშობლოს მოღალატე, იგი სიკვდილით დასაჯეს, მთელი ქონება ჩამოართვეს და დედაბუდიანად მოთხარეს. მის მიერ წარმოთქმული თავისდასაცავი სიტყვა „გადატრიალების შესახებ“ სანიმუშოდ ითვლებოდა. თუკიდიდე წერს: „ანტიფონტი, თავისი დროის ათენელთაგან არავის ჩამოუვარდებოდა არც სიკეთით, არც ჭკუით, არც მჭევრმეტყველებით… როდესაც შემდეგ ოთხასის მმართველობა დაემხო, ანტიფონტი დევნილ იქმნა დემოსის მიერ, მას მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა ამ საქმეებში მონაწილეობის გამო; ამ დროს მის მიერ წარმოთქმული სიტყვა, ჩემის აზრით, საუკეთესოა“.

ჩვენამდე მოაღწია ანტიფონტის 15-მა სიტყვამ, ყველა მათგანო წარმოადგენს „მკვლელობის პროცესებს“. ამ 15 სიტყვიდან ნამდვილად წარმოთქმულია სამი:
1) ბრალდება დედინაცვლის წინააღმდეგ, რომელმაც თავისი ქმარი (ბრალმდებლის მამა) მოწამლა (დაალევინა სასიყვარულო წამალი);
2) „ჰეროდეს მოკვლის შესახებ“ (მგზავრობის დროს უკვალოდ დაიკარგა კლერუხი ჰეროდე და მის მკვლელობაში ბრალს სდებენ ვინმე ევქსითეს, ჰეროდეს თანამგზავრს);
3) „ქორევტის შესახებ“: ერთი ქორეგოსი უცხო ბავშვებს ზრდიდა სახლში მომავალი ქორევტების მოსამზადებლად; ერთმა ბავშვმა ხმის დაწმენდის მიზნით წამალი დალია და მოკვდა. ბავშვის მამამ სამართალში მისცა ქორეგოსი. ბავშვის მოკვლას აბრალებდა. ქორეგოსიც თავს იცავს.

12 დანარჩენი სიტყვა ანტიფონტის მიერ მოგონილ სისხლის სამართლის საქმეებს ეხება და სამ ტეტრალოგიად არის შეკრული.

ანტიფონტის სიტყვებს შინაარსობლივ ახასიათებს მტკიცებათა დამაჯერებლობა, ხოლო ფორმის მხრით გორგიასებური ხერხების გამოყენება, განსაკუთრებით პერიოდების თანაბარზომიანობა (ისოკოლონი).


წყარო

ბერძნული ლიტერატურის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები