კონტრაპოსტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:39, 30 ოქტომბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კონტრაპოსტი – (ფრანგ. contraposte, იტალ. contrapposto, სიტყვასიტყვით – საწინააღმდეგო, მოპირისპირე),
1) რაიმეს შემადგენელ ელემენტებს შორის დაპირისპირება, რის ხარჯზეც მიიღწევა წონასწორობა;
2) ძვ.წ. V საუკუნეში, კლასიკის ხანაში სახვით ხელოვნებაში გავრცელებული მეთოდი, რომლის დროსაც ფეხზე მდგომი ადამიანის სხეულის მთელი სიმძიმე მხოლოდ ცალ ფეხს ეყრდნობა, ამის გამო სხეულის სხვადასხვა ნაწილი (ხელები, ფეხები, მხრები, თეძოები) სიმეტრიის ღერძის მიმართ სხადასხვა სიმაღლეზე ისე განლაგდება, რომ ერთმანეთს აწონასწორებს: შედეგად, ფიგურის სილუეტი S-ისებურ მოხაზულობას იძენს. ამგვარად გამოსახული ფიგურა სრულიად ბუნებრივ მოძრაობაში წარმოგვიდგება. ფიგურის აგების ამ ხერხს საბერძნეთში ქიაზმი ეწოდებოდაა.