სეპტიმუს სევერუსის სატრიუმფო თაღი
სეპტიმუს სევერუსის სატრიუმფო თაღი – მარმარილოს სატრიუმფო თაღი რომში, (193-211 წწ.) თაღი მიეძღვნა სეპტიმუსისა და მისი ვაჟების პართელებსა და არაბებზე რომაელთა გმარჯვებას.
სატრიუმფო თაღის ატიკზე მრავალსტრიქონიანი წარწერაა, რომელშიც იმპერატორის ყველა ტიტულია ჩამოთვლილი: „სახელმწიფოს აღდგენისათვის, რომსა და მის გარეთ გამორჩეული მიღწევების წყალობით რომაელი ხალხის ძალაუფლების გაფართოებისათვის“, ვკითხულობთ წარწერაში. სეპტიმიუს სევერუსის თაღის სიმაღლე 23 მეტრია. თაღზე იდგა იმპერატორისა და მისი ორი ვაჟის – გეტასა და კარაკალას – ქანდაკებები ექვსცხენიან ეტლზე. სამმალიანი თაღი რთული კონსტრუქციისაა. ცენტრალური თაღიდან გვერდით თაღებში დამატებითი გასასვლელებია გაჭრილი, რასაც არ ჰქონდა რეალური დანიშნულება. ასევე გაუმართლებელი იყო გვერდით თაღებში კიბეების მოწყობა. სევერუსის თაღი მდიდრუოლად არის შემკული რელიეფური სამკაულით. ღრმად ჩაჭრილ, ჩამუქებულ ფონზე მარმარილოს ნათელი ფიგურები ღია ფერის მაქმანის მსგავსად იკითხება. რელიეფების სიუჟეტები რომაელთა ლაშქრობების ამბავს მოგითხრობენ: საომრად წასვლა, ქალაქების – ქტესიფონის, სელევკიისა და სხვათა აღება, პართელებთან ბრძოლა.