დიმიტრის ტაძარი ვლადიმირში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:25, 8 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიმიტრის ტაძარი

დიმიტრის ტაძარი ვლადიმირში − XII საუკუნის (1194–1197 წწ.) მართლმადიდებლური ტაძარი ვლადიმირში, რუსული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ძეგლი.

ძველი რუსეთის არქისექტურაში ჩამოყალიბებული ტაძრის ტიპი – ექვს ან ოთხსვეტიან, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი ეკვდერით დასავლეთ ნაწილში, დაგვირგვინებული ერთი ან რამდენიმე გუმბათით XII-XV საუკუნეებში თავის შემდგომ განვითარებას აღწევს და ამ პერიოდის არქიტექტურაში წამყვან ადგილს იკავებს. XIII-XV საუკუნის რუსული არქიტექტურის ტაძრები, ძეელი რუსეთის ტაძრებისაგან განსხვავებით, შედარებით უფრო მცირე ზომისანი არიან; მათი კომპოზიცია უფრო ჩაკეტილი, მარტივი და კომპაქტურია; უფრო მეტი ყურადღება ენიჭება დეკორაციული ამოცანების გადაწყეეტას.

დიმიტრის ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანი ტიპის ნაგებობაა. გეგმაში მას ოდნავ წაგრძელებული მართკუთხედის ფორმა აქვს, ცენტრში ოთხი ცალკემდგომი ბურჯებით და აღმოსავლეთის ნაწილში სამი, გეგმაში ნახევარწრიული ფორმის აფსიდით. ბურჯები ერთმანეთთან და გარე კედლებთან დაკავშირებული არიან მასიური თაღებითა და კამარებით. ტაძრის შუა ნაწილი (ბურჯებს შორის), რომელიც დაგვირგვინებულია გუმბათით, ინტერიერის კომპოზიციის ძირითად მოცულობას წარმოადგენს, რომლის ირგვლივ განლაგებულია შენობის შედარებით უფრო დაბალი ნაწილები. ინტერიერის ფორმები გამოირჩევიან ლაკონიურობით და ნათელი კომპოზიციური გადაწყვეტით. ინტერიერი მოხატული იყო ფრესკებით, რომელთა დიდი ნაწილი ამჟამად დაზიანებულია.

გარედან ნაგებობას აქეს კუბური მოცულობა, რომელიც დაგვირგვინებულია მაღალყელიანი გუმბათით აღმოსავლეთის ფასადი იმეორებს აფსიდების ნახევბრწრიულ ფორმას დანარჩენი სამი ფასადი სწორხაზოვანია. ფასადების სიბრტყეები შემკულია დეკორაციული თაღებით; მისი ზეღა ნაწილები უხვადაა დეკორირებული ორნამენტაციით და დაბოლოებულია ნახევარწრიული ფორმის კედლის ნაწილებით (ზაკომარებით). გუმბათის ყელი დანაწევრებულია სარკმლებით და შემკულია მსუბუქი სვეტებითა და თაღებით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები