სოფელ ღვერთეთის სამების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:00, 16 იანვარი 2026-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დასავლეთი ფასადი

სოფელ ღვერთეთის სამების ეკლესია - სოფლის ჩრდილოეთით 1-კმ, მთაზე დგას დარბაზული ეკლესია სამხრეთი მინაშენით, რომელიც ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დევს. აბსიდში ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშია. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ შემორჩენილია ქვის კანკელი, აქვეა ბუნის ქვაც. გრძივი კედლები პილასტრების საშუალებით ორ ნაწილად იყოფა. პილასტრების კაპიტელებს ეყრდნობა ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი. ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედელს ერთსაფეხურიანი ხარისხი გასდევს. დარბაზი განათებულია სამხრეთით სწორკუთხა, ხოლო დასავლეთით თაღოვანი სარკმლებით. სამხრეთი შესასვლელი გარეთ არქიტრავულია, შიგნიდან - თაღოვანი კარი ნაოთხალია. ეკლესიის სამხრეთი მინაშენი გეგმით სწორკუთხაა. სამხრეთ კედელში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი და შესასვლელი. ეკლესიის ფასადები სადაა. ეკლესიის სამშენებლო მასალა განსხვავდება მინაშენის მასალისაგან. ნაგებობის ფასადებს ეტყობა შეკეთების კვალი. მინაშენი თითქმის თავიდანა არის აგებული. ამავე მასალითაა შეკეთებული ეკლესიის დაზიანებული ნაწილები.



წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები