ზღვის ენების გვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:15, 29 იანვარი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ზღვის ენების გვარი − Solea
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი:კამბალასნაირნი
ოჯახი:ზღვისენისებრნი
გვარი:ზღვის ენები
თევზები ზღვისენისებრთა ოჯახისა. სსეული წაგრძელებული, ფოთლისებური ან ენისებურია. პირი ქვედაა, დინგი ბლაგვი. პირის ხვრელი ვიწროა. სხეული წვრილი კტენოიდური ქერცლითაა დაფარული. გვერდითი ხაზი სწორია. ბრძა მხარეზე ერთი ნესტოთაგანი ფართო და ფოჩიანია.
გავრცელებულია ევროპის სანაპიროებში შავი ზღვიდან ჩრდილოეთ ზღვებამდე, სიგოძით 61 სმ-ს აღწევს.
შავ ზღვაში გავრცელებულია ზღვის ენის ერთი სახეობა − ზღვის ენა.