ევროპული ჭაფალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევროპული ჭაფალი

ევროპული ჭაფალი – (Coregonus albula Linne)

ტიპი: ქორდიანები
რიგი: ორაგულისნაირნი
ოჯახი: ორაგულისებრნი
გვარი: სიგები
სახეობა: ევროპული ჭაფალა

თევზი, ორაგულისერთა ოჯახის, გავრცელებულია ბალტიის, ბარენცისა და თეთრი ზღვების აუზში და აგრეთვე მდინარე ვოლგის ზემოთებში. ლადოგისა და ონეგის ტბებში. ბინადრობს ისეთ წყალსატევებში რომელთა წყლის ტემპერატურა არ აღემატება 16–17°С-ს. ევროპული ჭაფალას წონა 25-30 გრ აღწევს, მსხვილი ფორმებისა — 160-180 გრ. საქართველოში ევროპული ჭაფალი აკლიმატიზებულია 1930-იან წლებში მაშინდელი ლენინგრადის ოლქის ვოლხოვის თევზსაშენი ქვირითის გადმოტანით ტაბაწყურის, შემდგომ ფარავნის ტბებში. ის მნიშვნელოვანი სარეწაო ღირებულის გახდა, თუმცა ნაკლები პროდუქტიულობით ხასიათდებოდა.



წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები