ზუთხების ოჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:36, 2 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Esturión (Acipenser sp.) en un acuario

ზუთხების ოჯახი – Acipenseridae

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ზუთხისნაირნი
ოჯახი : ზუთხისებრნი

თევზების ოჯახი წაგრძელებული, თითისტარისებური სხეული დაფარული აქვთ ხუთ მწკრივად განლაგებული ძვლოვანი ბალთისებური ქერცლებით. მათგან ერთი ზურგის თხემზე გასდევს, ხოლო ორ-ორი გვერდიებზე (მუცლის ბალთისებური ქერცლები ზოგიერთ ძველ ინდივიდებს უქრებათ). მათ მორის მოთავსებულია მრავალრიცხოვანი მცირე ზომის ქერცლები ძვლოვანი ფირფიტებისა და მარცვლების სახით. თავი ზემოდან დაფარულია ერთმანეთთან შეერთებული ან თითქმის შეერთებული ძვლოვანი ფირფიტებით. დინგი წინ წაწვეტებული კონუსისებური ან ნიჩბის მსგავსია, პირი თავის ქვედა მხარეზეა მოთავსებული, ზოგჯერ ის ნაწილობრივ გვერდზე გადადის, რომელსაც განივი ან ნახევრადმთვარისებური ხვრელის ფორმა აქვს და რომელიც გარშემოვლებულია ხორციანი ტუჩებით. დინგის ქვედა მხარეზე პირთან ახლოს, განივ მწკრივებად დართულია 4 ულვაში. ყბები ზრდასრულ ფორმებს უკბილო. აქვთ. ლაყუჩის ჩხირები მცირერიცხოვანია ლაყუზთა აპკები უსხივოა. ლაყუჩის საკუთრივ სახურავი მათ არ მოეპოვებათ. ზურგის ერთი ფარფლი უკან და შორსაა მოთავსებული ანალური ფარფლის ზემოთ. ევროპის, ჩიდილოეთ აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის მტკნარი წყლის გამსვლელი თევზებია. შეიცავს 4 გვარს 23 სახეობით. საქართველოს მდინარეებში ამ ოჯახის წარმომადგენლები მხოლოდ გამსვლელი თევზებია, რომლებიც შავი და კასპაის ზღვებიდან საქართველოს მდინარეებში ქვირითობისათვის შედიან.

საქართველოს ფარგლებში გავრცელებულია 2 გვარი: Huso და Acipenser შემჯეგი 6 სახეობით:

  1. სვია – Huso huso L
  2. ფორეჯი – Acipenser nudiventris Low
  3. რუსული ზუთხი – Acipenser gueldenstaedtii
  4. გერმანული ზუთხი – Acipenser studio L
  5. ტარაღანა – Acipenser stellatus Pall
  6. ცქვრინი – Acipense ruthenus L

ესენი ყველაზე ძვირფასი სარეწაო ფორმებია, რომლებიც შესანიშნავ ხარისხის ხორცსა და ყველაზე უფრო გემრიელ და ნოყიერ ხიზილალას იძლევიან.

ბიოლოგია

ზუთხისნაირი თევზები ერთმანეთს შორის ნაჯვარს ადვილად იძლევიან. ასე. მაგალითად, ცნობილია სვიას, ფორეჯისა და ტარაღანას, რუსული ზუთხისა და ტარაღანას ნაჯვარი და სხვ.

ყველა ზუთხისნაირი თევზი ქვირითს მხოლოდ მტკნარ წყლებში ყრის.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები