ჩარლტონი რობერტ
რობერტ ჩარლტონი – (ინგლ. Sir Robert Charlton; დ. 11 ოქტომბერი 1937, – გ. 21 ოქტომბერი, 2023), უფრო ცნობილია, როგორც ბობი ჩარლტონი (ინგლ. Bobby Charlton), ინგლისელი ფეხბურთელი.
სარჩევი |
ბავშვობა
მისი ოჯახი, შესაძლოა, ყველაზე უფრო „საფეხბურთო“ იყო მსოფლიოში. რობერტ ჩარლტონის პაპის პაპა ჯეკ მილ- ბერნი გატაცებით თამამობდა ფეხბურთს. მას 6-მა ვაჟმა და 5-მა ქალიშვილმაც მიბაძა რობერტის ერთ-ერთი ბიძა „ლიდს იუნაიტედის“ ნამდვილი ბურჯი გახდა. ორი ბიძაც იქვე თამაშობდა, ხოლო დედა დიდხანს გამოდიოდა გიმნაზიის გუნდში და მხოლოდ გათხოვების შემდეგ აიღო ხელი ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობისაგან რა თქმა უნდა, თავისი ვაჟები ჯეკი და ბობი მან აღზარდა როგორც ნამდვილი გულმშემატკივრები.
ჯეკისა და ბობის მამა თომასი ჩრდილოეთ ინგლისის მეშახტეთა დაბის, ამინგტონის კლუბის მეკარე გახლდათ. ეს გუნდი წარმატებით გამოდიოდა ინგლისის ჩემპიონატის მესამე ლიგამი. მოგვიანებით, როდესაც თომასმა თამაშს თავი დაანება, ფეხბურთის სიყვარული როდი გახელებია. ყველაზე მღელვარე დღე ჩარლტონების ოჯახში შაბათი იყო. მამას მარტო თავის ყოფილ კლუბ „აშინგტონის“ ბედი როდი აღელვებდა. ამ დღეს ხომ მთელ ინგლისში ოთხივე ლიგის მატჩები იმართებოდა. თომასი დილიდანვე ნერვიულობდა, რა იქნებოდა მოეგო მის ფავორიტს – „ლიდს იუნაიტედს“! შაბათს, სხვა საქმეებთან ერთად, პატარა ბობის ერთი მოვალეობაც ჰქონდა – მას საღამოს გაზეთებიც უნდა შეეძინა, რადგან მამამისი ვერ ითმენდა, უნდოდა შეეტყო ყველა საფეხბურთო სიახლე. მაშინდელი გულმემატკივრები ხომ არ იყვნენ სატელევიზიო გადაცემებით განებივრებულნი.
როდესაც მოგვიანებით ბობის ჟურნალისტები შეეკითხნენ, ვინ შეაყვარა ფეხბურთი, მამამ თუ დედამ, მან მაინც მამა დაასახელა. მას შემდეგ, რაც თომას ჩარლტონმა მეკარეობას თავი დაანება, მძლეოსანთა მწვრთნელი გახდა. ხშირად ვარჯიშზე პატარა ბობიც6 მიჰყავდა, და აი მამამ მოისურვა მის შვილს 100 მეტრზე ერბინა, უკვე საკმაოდ დაოსტატებულ სპორტსმენებთან ერთად, რათა ბობი თავიდანვე არ „დაკარგულიყო", მას 20 მეტრ „ფორას“ აძლევდნენ. როდესაც ბობის პირველად გაასწრეს, ატირდა. შემდეგ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, უკან ჩამოეტოვებინა მეტოქეები და აი დადგა დღე, როდესაც თომასი სიახრულით ცას ეწია – პატარა ბობიმ ბოლოს და ბოლოს გაასწრო ყველა მორბენალს.
ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო – თ. ჩარლტონი მძიმედ დაავადდა, ყველა მკურნალმა მასზე ხელი აიღო. იგი კი ყველას ფეხბურთის ამბებს ეკითხებოდა. მოხდა ისე, რომ შაბათ საღამოს გაზეთების შესაძენად წასულ ბობის მამა მკვდარი დაუხვდა.
ქერივსა და მცირეწლოვან ბავშვებს თომასის ძმამ უპატრონა. საყურადღებოა, რომ მან ბობის მეურვეობა იმით დაიწყო, რომ ფესბურთელის ფორმა უყიდა. ჩარლტონების სახლში კედელზე მრავალი გამოჩენილი მოთამაშის სურათი იყო გაკრული. „ბევრი ივარჯიშეთ, ბავშეებო, – ეუბნებოდა ბიძა – იქნებ ამ სახელოვან ადამიანებს მიბაძოთ“.
როდესაც ბობი სკოლის გუნდის კაპიტნად აირჩიეს, სწავლისაგან თავისუფალ დროს მთლიანად ფეხბურთს ანდომებდა, არაერთხელ მიუღია მას საყვედური მასწავლებლისაგან, ბავშვებს ნუ გვიცდენო. მატჩი მატჩს მოსდევდა. ომის ცხარე დღეებში ვის ჰქონდა ბუცების შოვნის თავი, მაგრამ ერთი რამ მაინც მოხერხდა, – ბობის, გუნდის თითოეულ წევრს თეთრი მაისური ეცვა. არა, ეს საერთო ფორმა არ ყოფილა, მაგრამ მეტოქეებისაგან საკუთარი მოთამაშეების გამოცნობა მაინც შეიძლებოდა. როდესაც ომი დამთავრდა და ინგლისში ფეხბურთისათვისს მოიცალეს, სკოლის დირექციამაც თავი გამოიდო და ბობის გუნდს ახალი, წითელი მაისურები შეუძინა. ბავშვები წამოიზარდნენ და მაისურებში გამოწყობილნი უკვე ნამდვილ ფეხბურთელებს ჰგვანდნენ.
11 წლის ბობის სერიოზული საფრთხე დაემუქრა. ბიძამ გადაწყვიტა მისი შეყვანა მორპეტის გიმნაზიაში, რომელიც განთქმული იყო რეგბის მოთამაშეებით, ბობი, რომლის მთელი ცხოვრება ჯერჯერობით მხოლოდ ფეხბურთთან იყო დაკავშირებული, რეგბის ვერ იტანდა. მან დაარწმუნა კიდეც ბიძა, რომ მორპეტში ვერაფერს გააკეთებდა და საბოლოოდ ისეთი გიმნაზია შეურჩიეს, სადაც ფეხბურთის თამაში შეიძლებოდა.
ბედლინგტონის გიმნაზიამი სწავლა ბობის მეტად გაუძნელდა. ამასთან, სად იყო და სად არა, გამოჩნდა მწვრთნელი ჯო ამსტრონგი, რომელიც ნიჭიერ ბავშვებს აგროვებდა „მანჩესტერ იუნაიტედისათვის.“ ამ მწვრთნელს არ დაეზარა ერთ მეტად ცივ დღეს, როდესაც მოედანი სასტიკად იყო გაყინული, ბობის თამაშისათვის ედევნებინა თვალი. ამ დღიდან ამსტრონგის უბის წიგნაკში აღინიშნა ახალი გვარი – ჩარლტონი.
სასკოლო არდადეგები იყო. ბობი თავის ძმასთან ერთად აშინგტონში დაბრუნდა. დედამ ის-ის იყო სადილი გააწყო, რომ ამსტრონგმა მოაკაკუნა. მას „ლიდს იუნაიტედის“ პარეზიდენტი რეინოლდსი ახლდა. ამსტრონგმა ბობის შესთავაზა „მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი, რეინოლდსმა კი მის ძმას, ჯეკის დაადგა თვალი. „მანჩესტერ იუნაიტედში" ჩარიცხვა ფაქტიურად სკოლისათვის თავის მინებებას ნიშნავდა. ქალბატონმა ჩარლტონმა ჯერ იუარა, მაგრამ შემდეგ, როგორც ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი, ვერ აღუდგა წინ ცდუნებას.
1953 წელს ბობიმ პირველად ითამაშა „უემბლის“ სტადიონზე. ინგლისისა და უელსის მოსწავლეთა ნაკრებების მატჩში მის მიერ გატანილმა კიდევ ორმა გოლმა გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი ინგლისელთა სასარგებლოდ.
ჯერ კიდევ ადრე, სანამ ბობი თავის სპორტულ ბედს „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუკავშირებდა, ნიჭიერი ჭაბუკის გადაბირება მრავალმა კლუბმა სცადა. როგორც თვით ჩარლტონი იგონებს, იგი 15 წლისაც არ იყო, როდესაც 18 (!) გუნდისაგან მიიღო წინადადება. მათ შორის იყვნენ „ვულვერჰემპტონ უონდერერსისა" და „არსენალის“ სახელოვანი კოლექტივები. და მაინც ბობის ბედმა გაუღიმა, როდესაც იგი სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჩაირიცხა.
ამასთან დაკავშირებით, მან სწავლა ამ ქალაქში განაგრძო. ძნელი დღეები დაუდგა ბობის. რვის ნახევარზე დგებოდა, მიდიოდა გიმნაზიაში. თავდებოდა თუ არა სწავლა, „ოლდ ტრაფორდის“ სტადიონზე ყოველდღიურად 2-3 საათს ვარჯიშობდა. საღამო გაკვეთილების მომზადებას ეთმობოდა.
ჩარლტონი სკოლაში მალავდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ირიცხებოდა. მაგრამ რამდენ ხანს შეიძლებოდა ამის დამალვა! სკოლაში დარწმუნდნენ რომ ბობი ჩინებულად თამაშობდა და გუნდშიც შეიყვანეს. სასკოლო გუნდს თავისი „კალენდარი“ ჰქონდა. ხდებოდა ისე, რომ ბობის დღეში ორი მატჩი უნდა ეთამაშა, მაგრამ რას იზამდა.
და აი ყველაფერს ფარდა აეხადა. მასწავლებელმა გამოაცხადა, რომ სკოლის ფეხბურთელების უახლოესი მეტოქე იქნებოდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ჭაბუკთა კოლექტივი. რაღას იზამდა ბობი. მან დედას შეატყობინა თავისი გასაჭირი და სთხოვა სკოლის მიტოვების ნებართვა. ქალბატონი ჩარლტონი დიდხანს უარობდა, მაგრამ შემდეგ მაინც დათანხმება მოუხდა − ბობის უფროსი ძმა ჯეკი „ლიდს იუნაიტედში“ ჩაირიცხა. თავისი სამი ბიძის მსგავსად ძმებმა დიდი პატიოსნება გამოიჩინეს და თავიანთი გუნდებისთვის არასოდეს უღალატნიათ, თუმცა მათი გადაბირების მსურველი ბევრი იყო.
პროფესიული ფეხბურთი
17 წლის ბობიმ თავის პირველ პროფესიულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი „მანჩესტერ იუნაიტედთან“. ეს გუნდი ოდესღაც ორჯერ იყო ინგლისის ჩემპიონი (1907-08 და 1910-11 წლებში), ახლა კი მატ ბასბიმ კიდევ ერთხელ (1951-52 წლებში) მოუპოვა მას უძლიერესის წოდება. მწვრთნელს დიდი გეგმები ჰქონდა. მას. არ აკმაყოფილებდა ინგლისის ჩემპიონობაზე და თასზე ბრძოლა, უნდოდა „მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპაში უძლიერესი გაეხადა.
ბასბი და მისი თანაშემწეები დიდ ყურადღებას აქცევდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს. „ახალგაზრდებშია ინგლისის ფეხბურთის მომავალი“ – ასეთი იყო მათი პრინციპი. ამ ხანებში ბევრს წერდნენ იმ დიდ მარცხზე, რომელიც ინგლისელებს აგემა უნგრეთის „დიდმა გუნდმა“. შესანიშნავი ფეხბურთელები იყვნენ რამსეი, რაიტი და მეტიუზი, მაგრამ ისინიც კი ვერაფერს გახდნენ ბუდაპეშტელ ვირტუოზებთან. ლაუტონისა და ლოფტპჰაუზის კარიერაც დასასრულს უახლოვდებოდა. ინგლისის ნაკრებმა დაკარგა ავტორიტეტი.
სანამ ბობი სათადარიგო შემადგენლობაში თამაშობდა, მატ ბასბიმ ზედიზედ დააწინაურა შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები: ედი კოულმანი, ბილ ფოულკესი, როი ვუდი, როჯერ ბირნი, მარკ ჯონსი, დანკან ედვარდსი, დენის ვაიოლეტი, ჯონი ბერი, ჯეკ ბლენჩფლაუერი (სახელოვანი დან ბლენჩფლაუერის ძმა), ტომი ტეილორი, დევიდ პეგი. „მანჩესტერ იუნაიტედს“ „ტალანტების სამჭედლო“ უწოდეს. ყოველ შაბათს, სათადარიგო შემადგენლობათა მატჩში, ბობი ჩარლტონი ჭაბუკთა მხარდამხარ თამაშობდა, რომლებიც ძირითად გუნდში დაწინაურებას ელოდნენ.
18. წლის ბობი ექვსი თვით გამოეთხოვა გუნდს – ჯარში გაიწვიეს. ამ ხნის განმავლობაში იგი არმიულ კოლექტივში გამოდიოდა და როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუბრუნდა, ბასბი კმაყოფილი დარჩა –– ჩარლტონის ფორმა სამაგალითო იყო.
„მანჩესტერ იუნაიტედს“ ინგლისის თასის ნახევარფინალში „ბირმინჰემ სიტისთან“ თამაში მოელოდა. სწორედ ამ დროს ავად გახდა გუნდის ძირითადი „ბომბარდირი“ ტომი ტეილორი. ბასბიმ უყოყმანოდ დაუთმო მისი ადგილი ჩარლტონს და არც უნანია – ბობიმ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდს გზა გაუხსნა ფინალისაკენ.
დადგა ფინალის დღეც. „ასტონ ვილა“ წმიდა სათასო გუნდად ითვლება. შეიძლება ჩემპიონატში ამ გუნდმა უფერული თამაში უჩვენოს, მაგრამ იშვიათ შეუპოვრობას იჩენს, როცა საქმე თასს ეხება. ტომი ტეილორი ამ თამაშისათვის გამოჯანმრთელდა, მაგრამ ახლა ავად გახდა დენის ვაიოლეტი. ბასბიმ ისევ ჩარლტონს მოუხმო. ჭაბუკი ფეხბურთელი ჩინებულად თამაშობდა, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ამ დღეს იღბალი არა ჰქონდა. დაიწყო თუ არა თამაში, მძიმედ დაშავდა მეკარე ვუდი. კარში ერთ-ერთი მცველი ჩადგა (მეკარის გამოცვლა ხომ არ შეიძლებოდა) და თამაშის ბედიც „ასტონ ვილას“ სასარგებლოდ გადაწყდა.
ბასბის ჩარლტონი დიდი ტალანტის ფეხბურთელად მიაჩნდა, მაგრამ როდი ჩქარობდა მის შეყვანას ძირითად შემადგენლობაში: მხოლოდ 1956 წლის ოქტომბრიდან დაიწყო ბობიმ ასე თუ ისე სისტემატურად თამაში ძირითად გუნდში, საერთოდ კი 1956-57 წლების სეზონში ჩემპიონატის 14 მატჩი ჩაატარა.
1957 წლის ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი
1957 წელს „მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ჩაება, რომელიც მაშინ ახლად შემოღებული შეჯიბრება იყო. ჯერ ყველაფერი კარგად მიდიოდა. ინგლისელებმა თასის გათამაშება დაატოვებინეს ბელგიის ჩემპიონ „ანდერლეპტს“ – 2:0 და 10:0, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩემპიონ „ბორუსიას“ (ქ. დორტმუნდი) –– 3:2 და 0:0, მეოთხედფინალში მეტად ძნელ ბრძოლაში სძლიეს ბილბაოს „ატლეტიკოს“ – 3:5 და 3:0. და აი ნახევარფინალში მათ მოელოდათ შეხვედრა მადრიდის „რეალთან“, რომელსაც ამ დროს მსოფლიოს უძლიერესი საკლუბო გუნდის რეპუტაცია ჰქონდა.
პირველი მატჩი გაიმართა მადრიდის „ჩამარტინის“ სტადიონზე, ჩარლტონი სათადარიგოთა შორის იყო. ესპანელებმა გაიმარჯვეს 3:1. გოლები გაიტანეს რიალმა, დი სტეფანომ, მათოესმა, ხოლო ინგლისელთაგან – ტეილორმა. ბასბის ისღა დარჩენოდა, რომ მეტად სერიოზულად მომზადებულიყო მატჩ- რევანშისათვის საკუთარ მოედან „ოლდტრაფორდზე". მართალია, გათამაშების ადრეულ წრეში – „მანჩესტერ „იუნაიტედმა“ თავი გაართვა ძნელ ამოცანას, „ატლეტიკოსთან“ (ბილბაო) წინა თამაშის ორი ბურთის განსხვავებით წაგების შემდეგ, მაგრამ „რეალი“ ხომ „ატლეტიკო“ არ იყო!
ამ თამაშში ბასბიმ გადაწყვიტა ბრძოლაში ჩაება ჩარლტონი. აი გუნდების შემადგენლობები: „რეალი“ – ი. ალონსო, ლესმესი, ტორესი, ზარაგა, მ. ალონსო, მუნოზი, კოპა, მათეოსი, დი სტეფანო, რიალი, ჰენტო. „მანჩესტერ იუნაიტედი“ – ვუდი, ფოულკესი, ბირნი, კოულმანი, ბლენჩფლაუერი, ედვარდსი, ბერი, უილანი, ტეილორი, ჩარლტონი, პეგი.
უამრავი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა შემდეგში ჩარლტონმა, მაგრამ არც ერთი არ შეედრებოდა ამ პირველი შეხვედრის დაძაბულობას. იგი პირველად შეხვდა ფეხბურთის განთქმულ დიდოსტატებს დი სტეფანოსა და კოპას. „რეალი“ მეტოქის მძლავრ შეტევას მოელოდა, ამიტომ უკან დასწია რამდენიმე მოთამაშე და იმედს კონტრიერიშზე ამყარებდა. ჩარლტონი აღტაცებით ადევნებდა თვალს დი სტეფანოს, რომელიც ჩინებულად ეხმარებოდა ცენტრალურ მცველ მ. ალონსოს. „მანჩესტერ იუნაიტედი“ უტევდა და უტევდა, შედეგი კი არ ჩანდა. და აი მინიატურულმა და ელეგანტურმა კოპამ მოედნის სიღრმიდან კარგი გადაცემა მიიღო, გვერდი აუარა ინგლისელთა მცველებს და გახსნა ანგარიში. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშეებს ჭირის ოფლმა დაასხა. გავიდა კიდევ რამდენიმე წუთი და რიალმა (№ 8) კიდევ ერთი გოლი გაიტანა მასპინძელთა კარში. ორი მატჩის ბურთების შეფარდება გახდა 5:1. მეორე ტაიმში ჯერ ტეილორმა შეცვალა ანგარიში, ხოლო შემდეგ თვით ჩარლტონმა გაიტანა თავისი პირველი გოლი საერთაშორისო მატჩში და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ფრე (2:2) მოუტანა, თუმცა ინგლისელებს თასის გათამაშების დატოვება მოუხდათ. ბასბიმ სათანადო ანალიზი გაუკეთა ამ წაგებას. მან გადაწყვიტა მეტი მოთამაშეები გამოეყვანა ძირითად შემადგენლობაში, რათა „მანჩესტერ იუნაიტედს“ გაეძლო სამ ფრონტზე ბრძოლისათვის – ინგლისის ჩემპიონატი, ინგლისის თასი და ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი აშკარად ჰქანცავდა ფეხბურთელებს.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ კარგად დაიწყო ჩემპიონთა თასის მორიგი გათამაშება. მან სძლია ირლანდიის ჩემპიონ „შამროკ როვერსს“ 6:0 და 3:2, შემდეგ ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონ „დუკლას“ (პრაღა) – 3:0 და 0:1. მეოთხედფინალში ინგლისელები უნდა შეხვედროდნენ მეტად სახიფათო მეტოქეს, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“. მატ ბასბი ყოველთვის ფიქრობდა, რომ იუგოსლავიელების მანერა მეტისმეტად უსიამოვნო იყო ინგლისელთათვის, ამიტომ საგანგებოდ ემზადებოდა. მან კარგად იცოდა, რომ „ცრვენა ზვეზდა“ მეკარე ბეარათი, თავდამსხმელებით კოსტიჩით, ზებეცითა და ახალგაზრდა შეკულარაცით თვით იყო თასის გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი. ბევრს არაფერს ნიშნავდა პირველი მატჩის მოგება (2:1) მანჩესტერში – წინ იყო გადამწყვეტი შეხვედრა ბელგრადში. „მან-
ჩესტერ იუნაიტედი“ ბელგრადში გაემგზავრა მთელი თავისი შემადგენლობით, ბევრი ჟურნალისტის თანხლებით.
ეს იყო მეტისმეტად დრამატული მატჩი. ჯერ იყო და სტუმრებმა გაიტანეს 3 გოლი, მაგრამ ბრძოლა გრძელდებოდა. პირველი ტაიმის ანგარიში იყო 3:1. მეორე ტაიმში დაშავდნენ ედვარდსი, გრეგი და მორგანსი. ისინი ვეღარ თამაშობდნენ სრული ძალით. ამით კარგად ისარგებლეს მასპინძლებმა და გაათანაბრეს კიდეც ანგარიში – 3:3.
ამრიგად ორი მატჩის შედეგად „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გზიდან ჩამოიცილა მეტად სახიფათო მეტოქე – გავიდა ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში. გუნდის წევრები გახარებულები ბრუნდებოდნენ შინ.
ბრუნდებოდნენ, მაგრამ ყველამ როდი მიაღწია ინგლისამდე. მიუნხენის აეროდრომთან თვითმფრინავს რომელშიც ფეხბურთელები იყვნენ, საშინელი კატასტროფა მოუვიდა. ფეხბურთელთა დიდი ნაწილი (როჯერ ბირნი, ჯეფ ბენტი, ედი კოულმანი, მარკ ჯონსონი, ბილი უილანი, ტომი ტეილორი, დევიდ პეგი) მაშინვე დაიღუპა, ზოგი დასახიჩრდა. დანკან ედვარდსი უგრძნობლად მიიყვანეს საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. ჰოი საკვირველებავ! ბობი ჩარლტონი რაღაც სასწაულით საღ-სალამათი დარჩა!
მწვრთნელი მატ ბასბი კარგა ხნის განმაალობაში კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. მიუნხენის საავადმყოფოში მიაჩნდათ, რომ იგი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ ბასბი თანდათანობით მომჯობინდა, მისი მომვლელები მკაცრად იყვნენ გაფრთხილებულნი, არაფერი წამოცდენოდათ ფეხბურთელების სიკვდილის შესახებ. როდესაც ბასბი გონს მოვიდა, პირველად ედვარდსი იკითხა.
– ედვარდსი! გადარჩა ედვარდსი?!
ბერმა, რომელიც ბასბის სანახავად მივიდა, არ იცოდა, რომ ბასბის ყველაფერს უმალავდნენ. მან მწვრთნელს მიუგო, რომ ედვარდსი გარდაიცვალა. ბასბის ისევ წაუვიდა გული და მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ დასტოვა მიუნხენის საავადმყოფო.
ამ საშინელმა კატასტროფამ იმ დროის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი შეიწირა, მაგრამ საფეხბურთო ცხოვრება თავისი გზით მიდიოდა. გამოჯანმრთელებულმა ბასბიმ მიზნად დაისახა „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღორძინება. მას ამ საქმეში დიდად ეხმარებოდნენ სასწაულებრივ გადარჩენილი გრეგი, ვაიოლეტი და ჩარლტონი. გუნდმა შეიძინა რამდენიმე ახალი მოთამაშე მათ შმორის ცნობილი თავდამსხმელი ერნი ტეილორი. ერნი ტეილორი კარგი ოსტატი იყო, მაგრამ მაინც ბევრად ჩამოუვარდებოდა თავის მოგვარე ტომი ტეილორს.
ახლად შეკოწიწებულმა გუნდმა განაგრძო ბრძოლა ევროპის ჩემპიონთა თასზე. თავის მატჩში, მან სენსაციური გამარჯვება იზეიმა „მილანთან“ 2:1, მაგრა მეორე მატჩში გამოირკვა, რომ ძალები აშკარად არათანაბარი იყო. „მილანმა“ გაიმარჯვა 4:1 და გავიდა ფინალში.
განახლებულ გუნდში ჩარლტონს მარცხენა გარემარბობა მიანდეს. რატომ? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პოსტზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ არა ჰყავდა სათანადო მოთამაშე. ეს აშკარად აღიარა მატ ბასბიმ და გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ ჩარლტონს მაშინვე ცენტრში გადაიყვანდა, როგორც კი გამოჩნდებოდა რომელიმე შესაფერისი გარემარბი. „რა თქმა უნდა, ჩარლტონი გარემარბი არაა. მას არც მეტიუზის დრიბლინგი აქვს და არც ჰენტოს ცრუ მოძრაობა“ – ამბობდნენ ინგლისელი მიმომხილველები. ეს ასე იყო, მაგრამ ჩარლტონი ურიგოდ როდი ასრულებდა თავის ახალ მოვალეობას. მისი იშვიათი სისწრაფე და მდიდარი ტექნიკა მცველებს გასაჭირში აგდებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ნაკრების მწვრთნელმა ვოლტერ უინტერბოტომმა ჩარლტონი თავის გუნდში სწორედ მარცხენა გარემარბად მიიწვია.
მსოფლიო VI საფეხბურთო ჩემპიონატი
მსოფლიოს VI ჩემპიონატი მოახლოვდა. უოლტერ უინტერბოტომს შვედეთში გამგზავრების წინ ერთ-ერთ უკანასკნელ რეპეტიციად მიაჩნდა მატჩი ბელგრადში იუგოსლავიელების წინააღმდეგ. ეს მატჩი ინგლისელებმა წააგეს 0 : 5. ჩარლტონს არასდროს ისე ცუდად არ უთამაშნია, როგორც ახლა. მისი ფორმა აშკარად გაუარესდა და ეს ამბავი ბობის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის ფასად დაუჯდა. თუმცა იგი გუნდთან ერთად შვედეთში გაემგზავრა, მაგრამ თამაშებში არ მიუღია მონაწილეობა.
დრო გავიდა. ჩარლტონმა დაძლია დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა. მართალია იგი ისევ მარცხენა გარემარბად თამაშობდა, მაგრამ ოცნებობდა იმ დროზე, როდესაც გუნდის „დირიჟორი“ გახდებოდა. ჯერჯერობით კი ამ როლს ნაკრებში მისი კაპიტანი ჯონ ჰეინსი ასრულებდა.
1962 წელს მსოფლიო ჩემპიონატი
1962 წელს ჩილის მსოფლიო ჩემპიონატში ინგლისელები გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდნენ, ვიდრე 4 წლის წინათ შვედეთში. მათ შეძლეს მეოთხედფინალში გასვლა. მეტის- მეტად საინტერესო გამოდგა უნგრეთ-ინგლისის შეხვედრა. „ფრანს ფუტბოლი“ წერდა: „შეხვედრა ისე კორექტულად მიმდინარეობდა, რომ გეგონებოდათ ფეხბურთელები სმოკინგებში გამოწყობილები თამაშობენო“.
აი, რას წერდა ამ თამაშის შესახებ სპორტის დამსახურებული ოსტატი ა. ღოღობერიძე, რომელიც ესწრებოდა მსოფლიო ჩემპიონატს.
„ინგლისელთაგან კარგი შთაბეჭდილება დატოვა გრივსმა, ხოლო ჩარლტონმა (№ 11) ბრწყინვალედ ითამაშა. ესაა საოცრად სწრაფი გარემარბი, რომელსაც საუცხოო დრიბლინგი აქვს. საჭიროების შემთხვევაში დაუღალავად ეხმარება თავის ნახევარდაცვას, მარჯვნივაც ინაცვლებს, არავითარ შემთხვევაში არ დააყოვნებს ბურთს, თუ რომელიმე პარტნიორს თავისუფალ პოზიციაში მოკრა თვალი“.
ამ მატჩის წაგების მიუხედავად (1:2) ინგლისელები მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც ისინი მსოფლიო ჩემპიონებს – ბრაზილიელებს შეხვდნენ.
რეიტერის სააგენტოს კორესპონდენტი წერდა: „ბრაზილიელები ჯობდნენ ინგლისელებს ბურთის ფლობასა და გადაცემათა სიზუსტეში. მათი თავდასხმა მოქმედებდა სწრაფად და ეფექტურად, მაშინ, როდესაც პოზიციური თამაშით გატაცებული ინგლისელი მცველები ურთიერთდაზღვევას ვერ ასწრებდნენ. მოედანზე ბრაზილიელთა „ბატონობა“ საკმაოდ დამაჯერებლად მეტყველებს ამ გუნდის კლასზე. ინგლისელები ლომებივით იბრძოდნენ მანამ, სანამ დაიღლებოდნენ“.
ახლა კი მოგუსმინოთ ისევ ა. ღოღობერიძეს:
„ინგლისელებმა მეტად მაღალ ტემპში დაიწყეს თამაში და პირველივე წუთებზე იშიშვლეს თავიანთი „მახვილი“ – ჩარლტონი. ბრაზილიელთა მარჯვენა მცველი ჯ. სანტოსი ჯერ კიდევ კონტრილეთისათვის ემზადებოდა როცა ჩარლტონმა თვალშეუვლები მოძრაობით აუარა გვერდი ჯერ მას, შემდეგ მაუროს და ზედ კარის წინ ჩააწოდა ბურთი, ცენტრალურმა თავდამსხმელმა ვერ გამოიყენა მარცხენა გარემარბის ეს ძვირფასი „ნობათი“ და დაკარგა ნაღდი გოლი. სანამ ის, თმებში ხელჩავლებული, კვნესოდა მეკარე ჟილმარის წინ, ბრაზილიელებმა წინ გაისროლეს ბურთი და ჩართეს თამაშში თავიანთი მთავარი კოზირი – გარინჩა. თუ შეადარებთ ორივე მოწინააღმდეგის ძირითად შემტევ ძალას – ჩარლტონსა და გარინჩას, ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო ძლიერია:
პირველი ტაიმის შემდეგ უინტერბოტომმა სულ ორიოდე სიტყვა უთხრა კორესპონდენტებს.
– წარმოდგენა არა მაქვს, რა ვუთხრა ჩემს მცველებს. როგორ უნდა დავიჭიროთ გარინჩა, არ ვიცი!
მაგრამ სწორი არ იქნებოდა ბრაზილიელების გამარჯვება (3:1) მხოლოდ გარინჩას პირად საქმეში „ჩაგვეკერებინა“. ინგლისელებმა ამ დღეს ძალზე ძლიერად ითამაშეს, მაგრამ ყველასთვის ცხდი იყო, რომ ბრაზილიის ნაკრები მათზე მაღლა იდგა“
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ინგლისის ნაკრებს სათავეში ახალი მენაჯერი – ალფრედ რამსეი ჩაუდგა. ესაა ჯიუტი, გოროზი ადამიანი, ნამდვილი ფანატიკოსი, რომელიც მზადაა ყველაფერი შეწიროს ფეხბურთს. ბევრმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ, რაც რამსეიმ „უემბლიზე“ ითამაშა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მარჯვენა მცველად, უნგრელთა „დიდი გუნდის“ წინააღმდეგ. ამ მატჩის გახსენებისას რამსეი ახლაც სირცხვილით იწვის. მან ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. თუ შეიძლება ითქვას, კარგად გაუმკლავდა კიდეც ციბორს, მაგრამ ამ მატჩში საქმე მარტო რამსეისა და ციბორში როდი იყო, „დიდი გუნდის“ თავდასხმა ისე ეთამაშებოდა ინგლისელთა მცველებს, როგორც კატა თაგვს. ამან კი მასპინძლების სასტიკი დამარცხება – 3:6 განაპირობა.
გახდა თუ არა ნაკრების მენეჯერი, უოლტერ უინტერბოტომის ნაცვლად, ალფ რამსეიმ ინგლისელებს მსოფლიო ჩემპიონობა აღუთქვა. თქმა ადვილი იყო, მაგრამ... ჩილიში ხომ ინგლისელები არა მარტო ბრაზილიელებს, არამედ ჩეხოსლოვაკიელებსა და იუგოსლავიელებსაც ბევრად ჩამოუვარდებოდნენ. ავიღოთ თუნდაც უნგრელები, რომლებმაც ასეთი სირცხვილი აჭამეს ინგლისელებს 1953 წელს. რა თქმა უნდა, უნგრეთის 1962 წლის ნაკრები, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა ოსტატებისაგან შედგებოდა, ბევრად ჩამოუვარდებოდა. „დიდ გუნდს“, მაგრამ ინგლისელებს მაინც სჯობდა. ახლა. იტალიელები ესპანელები არგენტინელები ურუგვაელები...
ერთი სიტყვით, საჭირო იყო გუნდის შემადგენლობის ძირფესვიანად გადასინჯვა, მეტოქეთა თამაშის საგანგებო შესწავლა, ტაქტიკური სიურპრიზების მომზადება. ერთი მხრივ, ინგლისელები სხვებთან შედარებით იოლ მდგომარეობაში იყვნენ. ისინი როგორც მორიგი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლები, გაათავისუფლეს შესარჩევი თამაშებისაგან. ვინ იცის! განა ცოტა ძლიერი ნაკრები დარჩენილა მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე. გავიხსენოთ ესპანელები და იტალიელები, რომლებმაც ვერ მოიპოვეს შვედეთში გამგზავრების უფლება, ჩილიში არ უთამაშიათ წინა ჩემპიონატის პრიზიორებს – შვედებსა და ფრანგებს.
თავის განახლებულ ნაკრებში რამსეი ორ თავდამსხმელზე ამყარებდა იმედს – ჯიმი გრივსსა და ბობი ჩარლტონზე. „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ვარსკვლავი გრივსი, რომელიც ადრე „მილანშიც“ თამაშობდა, კარის აღების იშვიათი ალღოთი გამოირჩეოდა. ფიზიკურად არცთუ ისე ძლიერი, საშუალი ტანის გრივსი როდი ჰგავდა ტრადიციულ ინგლისურ „ტანკებს“, ძალისმიერი თამაშის მოყვარულებს. გრივსის მთავარი იარაღი ბრწყინვალე ტექნიკა იყო. მაგრამ მალე რამსეისა და გრივსს შორის უთანხმოება დაიწყო. რამსეის უყვარდა ისეთი მოთამაშეები, რომლებიც მთელ შეხვედრას დიდი შეუპოვრობით, შეუნელებელი ჟინით ატარებდნენ. არავის მიაჩნია ფეხბურთის კორიფედ ინგლისელი ნახევარმცველი სტაილსი. გამოდის. თუ არა იგი მოედანზე, საოცარი საბრძოლო სულისკვეთებით იმსჭვალება, მისთვის ფეხბურთი თამაში კი არაა, „ბრძოლის ველია“. სტაილსი ხშირად უხეშობს, ეკამათება პარტნიორებს, მეტოქეებს, მსაჯს, ზოგჯერ მოედანსაც ატოვებინებენ. მას მაყურებლები სტვენითა და ყიჟინით ხვდებიან, მწვრთნელებსაც არ უყვართ..რამსეი ერთადერთია, რომელსაც სტაილსის თამაში მოსწონს. „ყველამ რომ ასეთი თავდადებით ითამაშოს, ჩვენ ვერავინ გაგვიმკლავდება,“ − ამბობს იგი. ზოგი მიმომხილველი გესლიანად შენიშნავდა, რომ „რამსეი სტაილსში თავის ახალგაზრდობას ხედავს.”
საქმეც ის იყო, რომ გრივსი არაფრით ჰგავდა სტაილსს. ას შეეძლო მშვენიერი გოლები გაეტნა, შეეძლო 15 წუთი გაუნძრევლად ყოფილიყო მოედანზე. მის ასეთ საქციელს რამსეი გაცოფებამდე მიჰყავდა. ამასთან გრივსი ზოგჯერ არც „ვისკს გადაკვრის, წინააღმდეგი იყო. იგი შეძრწუნებით იგონებდა „მილანში“ გატარებულ დღეებს, როდესაც მწვრთნელებს პატიმრის მდგომარეობაში ჰყავდათ. „ამიტომაც დავტოვე იტალიას, რა მჭირდა ციხეში ჩასაჯდომი! -– ამბობდა გრივსი. ახლა მას „ტოტენჰემ ჰოტსპურის" ხელმძღვანელები ანებივრებდნენ (გრივსს. ხომ უამრავი ბურთი გაჰქონდა!) მაგრამ რამსეი სულ უფრო და უფრო შეურიგებელი ხდებოდა.
სულ სხვანაირად იქცეოდა ჩარლტონი. ეს სამაგალითო სპორტსმენი თითქმის ისეთივე ფანატიზმით გაიმსჭვალა, როგორც მწვრთნელი. ყველაფერს აკეთებდა, რათა ნაკრებისათვის სარგებლობა მოეტანა. ბობი კვლავ მარცხენა გარემარბად თამაშობდა, თუმცა ეს როლი თავისთვის შეუფერებლად მიაჩნდა, გამთამაშებლებად ჯერჯერობით გუნდის კაპიტანი ჯონ ჰეინსი და ჯორჯ ისტჰემი გამოდიოდნენ, თუმცა რამსეი არ იყო მაინცდამაინც კმაყოფილი, ჰეინსი ხშირად ავადმყოფობდა, ისტჰემი კი ვერ თამაშობდა ისეთ დონეზე, როგორც მწვრთნელს სურდა.
კონფლიქტი რამსეისა და გრივსს შორის გრძელდებოდა. გრივსის მხარეზე გულშემატკივართა მილიონები იყვნენ. მას განუწყვეტლივ აქებდნენ პრესაში. როდესაც ინგლისის ნაკრებმა „უემბლიზე“ ფიფას-ს ნაკრებს სძლია (2:1), გადამწყვეტი ბურთი სწორედ გრივსმა გაიტანა. მიმომხილველები წერდნენ, რომ „ფიფას-ს ნაკრებში თამამად ითამაშებდნენ ჯიმი გრივსი და რობერტ ჩარლტონი“,