კოპა რაიმონ
რაიმონ კოპა – (ფრანგ. Raymond Kopa , 13 ოქტომბერი, 1931 – გ. 3 მარტი 2017), ფრანგი ფეხბურთელი.
არც მანამდე, არც მის შემდეგ ფრანგულ ფეხბურთს არა ჰქონია რაიმე თვალსაჩინო მიღწევა საერთაშორისო ასპარეზზე „სამფეროვნებს (საფრანგეთის ნაკრების ფორმაა) რაიმონ კოპამ გაუთქვა სახელი. მის გარეშე ერთნაირად უძლურად გამოიყურებოდნენ როგირც საკლუბო გუნდი „სტად დე რეიმსი“, რომლის სულისჩამდგმელი წლების განმავლობაში ეს ტანმორჩილი ფეხბურთელი იყო, ისე ეროვნული ნაკრებიც. ამიტომ უწოღას ჟურნალისტებმა კოპას „ფრანგული ფეხბურთის ნაპოლეონი“.
რაიმონ კოპა დაიბადა 1931 წელს პოლონური შთამომავლობის მაღაროელის ოჯახში. მისი ნამდვილი გვარი კოპაჩევსკია საფრანგეთში ყოველთვის უამრავი პოლონელი ეზიგრანტი ცხოვრობდა. ზოგი მათგანის სახელი ფეხბურთშიც კარგად გახდა ცნობილი ესენი იყვჩენ თავდამსხმელები ვისნიესკი (ვიშნევსკის, სიზოვსკი, ტეო (რომლის ნამდვილი გვარია (სკუდლაპსკი), მცველები ლუდო (ლუდვიკოვსკი), როძიკი და სხვები. ისე რომ ფრანგული ფეხბურთის წინაშე პოლონელებს გარკვეული დამსახურება მიუძღვით.
კოპა გამის კვალს გაჰყვა. იგი ბავშვობიდანვე მუშაობდა მაღაროში, მთელ თავისუფალ დროს კი ფეხბურთს ანდომებდა. 15 წლისას თავს დაატყდა უბედურება – მანქანამ მარცხენა ხელის ერთ-ერთი თითი თითქმის მთლიანად მოაგლიჯა. ამ სერიოზული ტრავმის შემდეგ კოპამ მიატოვა მაღარო. იგი ახლა ერთადერთ იმედს ფეხბბურთზე ამყარებდა, რომელსაც „ახალგაზრდისათვის დაწინაურების საშუალება უნდა მიეცა. ეს ასეც მოხდა და ახალგაზრდა თავდამსხმელი არა თუ დაწინაურდა, არამედ №1 ფეხბურთელიც გახდა საფრანგეთში.
„სტად დე რეიმსი“ წლების განმავლობაში საფრანგეთის ყველას უფრო პოპულარული საკლუბო გუნდი იყო. შამპანელთა კოლექტიევს სათავეში ედგა განთქმული სპეციალისტი ალბერ ბატიო. იგი იმ მწვრთნელთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც გაურბიან უცხო „ვარსკვლავების“ მოპატიჟებას თვითონ ცდილობენ შექმნან ახალგაზრდა მოთამაშეთა კოლექტივი, რომელიც ყოველთვის უფრო მებრძოლი და საიმედოა, ვიდრე განთქმულ „სოლისტთა კრებული“. ალბერ ბატიო ამ მხრივ ცნობილ გერმანელ მწვრთნელ იოზეფ (ზეპ) ჰერბერგერს ჰგავს მართალია, არიან მეორე ტიპის მწვრთნელებიც. მაგალითისათვის ცნობილი ელენიო ერერას დასახელებაც საკმარისი იქნებოდა. მიართვი ასეთ მწვრთნელს მზამზარეული „ვარსკვლავები, რომლებმაც ყველაფერი იციან ფეხბურთში და როდესაც რაიმე მიზეზის გამო ეს ხელოვნურად ჩამოყალიბებული „ანსამბლი“ იშლება, მწვრთნელიც კუდამოძუებული გარბის.
ბატიო თავს ევლებოდა თავის ახალგაზრდა მოთამაშეებს. მას იმედი ჰქონდა, რომ რაიმონ კოპა, როჟე პიანტონი, ჟან ვენსანი, დომინიკ კოლონა, ჟიუსტ ფონტენი, არმან პენვერნი მალე აალაპარაკებდნენ ფეხბურთის სამყაროს. რაც შეეხებოდა საფრანგეთს, აქ „სტად დე რეიმსმა“ უკვე დაიპყრო ყველა მწვერვალი – იგი ჩემპიონიც არაერთხელ გახდა და თასსაც დაეუფლა. ეს ბატიოს ახალგაზრდა მოწაფეების დამსახურება იყო.
როდესაც „შინაური კამათი” პარიზის „რესინგთან“, „მონაკოსა"“ და „ნიზთან" წარმატებით დამთავრდა, „სტად დე რეიმსმა“ დასავლეთ ევროპაში ჰეგემონობის პრეტენზია განაცხადა. ამ მხრივ მადრიდის მილიონერთა კლუბი „რეალი“ იყო მისი ძირითადი მეტოქე, მაშინ როდესაც „რეიმსი“ საფრანგეთის საკლუბო ფეხბურთის საუკეთესო წარმომადგენელი იყო, „რეალი“ ფაქტიურად მოხეტიალე „ვარსკვლავების“ კოლექტივს წარმოადგენდა და ცოტა რამ ჰქონდა საერთო ესპანეთთან. მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ მოხეტიალე „ვარსკვლავებთან“ და მათ ლიდერ დი სტეფანოსთან ბრძოლა „რეიმსისათვი“ უმძიმესი ამოცანა აღნოჩნდა.
„რეიმსი“ და „რეალი“ ერთმანეთის წინაშე პირველად ე.წ „ლათინური თასის“ ფინალში წარსდგნენ. ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა „რეალმა“. 1956 წელს ეს გუნდები ერთხელ კიდევ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად უკვე ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის პირველი გათამაშების ფინალში. მოედანზე ორი ბრწყინვალე თავდამსხმელი დი სტეფანო და კოპა იყო, ისინი თავიანთი პარტნიორების თამაშსაც საუცხოოდ წარმართავდნენ და კარსაც სახიფათოდ უტევდნენ. გამარჯვება ისევ „რეალს“ დარჩა (4:3). მაგრამ კოპას თამაშმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მადრიდელთა კლუბის ხელმძღვანელობამ მტკიცედ გადაწყვიტა მისი გადაბირება. ამით „რეალი“ ორ „კურდღელს იჭერდა“ − სამუდამოდ თავიდან იცილებდა ლიდერის გარეშე დარჩენილ „სტად დე რეიმსს“ და ამასთან იძენდა ფეხბურთელს, რომელსაც ევროპის ერთ- ერთი უძლიერესი თავდამსხმელის რეპუტაცია ჰქონდა. „რეალმა“ ერთი რამ მაინც აღუთქვა ალბერ ბატიოს, რომელიც ერთდროულად საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელიც იყო. თუ იგი დიდი თანხისს ფასად თავის საუკეთესო მოწაფეს დათმობდა, კოპას საშუალებას მისცემდნენ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო მატჩებში საფრანგეთის ნაკრებში გამოსულიყო. ყველაფერი მაინც თვით კოპამ გადაწყვიტა, იგი დაეთანხმა „რეალის“ პატრონს სანტიაგო ბერნაბეუს გადასულიყო მადრიდში. უნდა ითქვას, რომ შემდეგ კოპამ არა– ერთხელ ინანა და თავისი გადაწყვეტილება შეცდომად ჩათვალა.
დიახ, მაგრამ რას უპირებდა „რეალი“ ორ ცენტრალურ თავდამსხმელს დი სტეფანოსა და კოპას?! რა თქმა უნდა, ახლანდელ გუნდებში თვით ეძებენ ცენტრალურ თაედამსხმელთა წყვილს. მაგრამ 1955 წლისათვის (მსოფლიო ჩემპიონატამდე ორი წლით ადრე, როდესაც ბრაზილიელებმა თავიანთი დიღი ტაქტიკური სიახლენი განახორციელეს) ორი ცენტრფორვარდის ერთდროული თამაში ცოტა არ იყოს, უცნაურად ითვლებოდა. უნდა ითქვას, რომ „რეალის მწვრთნელ“ არგენტინელ ლუის კარნილიას არ გასჭირვებია გამოსავლის მოძებნა მადრიდელები ხომ აქამდე მწვავედ განიცდიდნენ მარჯვენა გარემარბის „დეფიციტს“. ეს მაშის, როდესაც სხვა „ვაკანტური ადგილები“ თავდასხმაში კარგა ხანია დაკავებული იყო. კარნილიას აზრით, სწორედ კოპას შეეძლო წარმატებით გაერთვა თავი მარჯვენა გარემარბის მოვალეობისათვის, უაღრესად დახვეწილი ტექნიკა, პოზიციის გრძნობა, დიდებული გადაცემები, რომლისთვისაც კოპას „ბატონი მილიმეტრი“ დაარქვეს. კარგი სისწრაფე – სხვა რაღა ღირსება უნდა პქონოდა მარჯვენა გარემარბს. ცენტრალური თავდამსხმელის პოსტზე კი ფრანგი „ვარსკვლავი“ ვერ შეედრებოდა დი სტეფანოს. იგი ხომ ფრიად ტანმორჩილი იყო, ფიზიკურად შედარებით სუსტიც და, რაც მთავარია, არასოდეს გამოირჩეოდა დიდი შედეგიანობით. კოპას უფრო პარტნიორების თამაშის წარმართვა ეხერხებოდა, ვიდრე იერიშების დაგვირგვინება. მას შემდეგ, რაც ლუის კარნილიამ სათანადოდ დაასაბუთა თავისი მოსაზრებები. კოპა მარჯვენა გარემარბის „თანამდებობის შესრულებას“ შეუდგა, თუმცა ვერ მალავდა თავის უკმაყოფილებას. იგი წლების განმავლობაში თავდასხმის „დირიჟორობას“ მიეჩვია, ახლა კი შედარებით უმნიშენელო „ადგილზე მუშაობდა“. დი სტეფანოსა და მას შორის ცივი განწყობილება დამყარდა, რომელიც მტრობაში მაინც არ გადაზრდილა, რადგან როგორც „პრემიერი“, ისე „ვიცე- პრემიერიც“ უაღრესად მაღალ შეფასებას აძლევდნენ ერთმანეთის ოსტატობას. მიუხედავად ამისა დი სტეფანო და კოპა როგორც მწვანე მინდორზე, ისე ფეხბურთელთა სხვადასხვა კონკურსებში განაგრძობდნენ ცხარე დავას პირველობისათვის.
პარიზში გამოსული მოგონებების წიგნმი „ჩემი შეხვედრები და ცხოვრება, რომელსაც ასეთი მიძღვნა აქვს: „ალბერ ბატიოსა და საფრანგეთის ყველა სპორტსმენს“, კოპა ბევრს ლაპარაკობს თავის სპორტულ რეჟიმზე და თანამედროვეობის გამოჩენილ ფეხბურთელებზე. კოპა უმკაცრეს რეჟიმს იცავდა, არ სვამდა და თავისს ერთადერთ დანაშაულად მხოლოდ თამბაქოს წევას თვლიდა. რომაელი მწერლის პლინიუს უფროსის გადმოცემით, ალექსანდრე მაკედონელის მხატვარი აპელესი არც ერთ დღეს ისე არ გაატარებდა, რომ ცოტა რაიმე მაინც არ გაეკეთებინა თავისი სპეციალობით. აქედან შემორჩა ხატოვანი გამოთქმა „Nolla dies sine linea (ლათინურად „არცერთი დღე ხაზის გარეშე“). კოპას პრინციპი იყო: „არც ერთი დღე ბურთის გარეშე“. მისი ყოველდღიური დატვირთვა არ იყო დიდი. მაგრამ ფრანგი ფეხბურთელი ისეთი სისტემატურობით მუშაობდა, რომ მალე ტექნიკის სფეროში არავითარი საიდუმლო არ დარჩენია. თუ ამას დავუმატებთ დიდ ტაქტიკურ ალღოსა და მოედნის ბრწყინვალე ხედვას, გასაგები გახდება, რატომ მოიპოვა ოდნავ უფრო მოგვიანებით კოპამ ასეთი დიდი საერთაშორისო აღიარება.
ამის შენდეგ, რაც „დუელი დი სტეფანო – კოპა“ 1956–1957 წლებში არგენტინელ-იტალიელის გამარჯვებით დასრულდა, დადგა „ბატონი მილიმეტრის, ტრიუმფის დროც. 1958 წელს მან მთლიანად დაჩრდილა თავისი სახიფათო მეტოქე. მსოფლიოს სპორტული პრესა მხოლოდ კოპასა და ბრაზილიეებზე წერდა. კოპა აღიარებულ იქნა სამყაროს უძლიერეს ცენტრალურ თავდამსხმელად, ხოლო წლის ბოლოსათვის მან კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა დი სტეფანოზე. თუ 1957 წელს „ფრანს ფუტბოლმა“ ევროპის № 1 ფეხბურთელად „რეალის“ კაპიტანი აღიარა, ახლა - ეს პატივი სრულიად დამსახურებულად ფრანგ ფეხბურთელს ხვდა.
1958 წელი „იენა“ იყო „ფეხბურთის ნაპოლეონისათვის“. ამიტომ ჩვენ მას ცოტა დაწვრილებით შევეხებით. შესარჩევი თამაშების მოგების შემდეგ ფრანგებმა მსოფლიო პირველობის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. პირობის თანახმად მადრიდის „რეალმა" კოპა გაათავისუფლა საფრანგეთის ნაკრებში სათამაშოდ. რაც შეეხება ესპანელებს, ისინი შესარჩევ შეჯიბრებებში დამარცხდნენ და შვედეთში ვერ გაემგზავრებოდნენ. დი სტეფანოს საშუალება არ მიეცა პრეტენზია განეცხადებინა მსოფლიოს უძლიერეს ცენტრალურ თავდამსხმელობაზე, სამაგიეროდ ეს კოპაზ სცადა.
შეჯიბრების წინ ფრანგებს აინუნშიაც არავინ აგდებდა. პრესა დიდ ყურადღებას უთმობდა სამხრეთ ამერიკელ ფავორიტ – არგენტინელებსა და ბრაზილიელებს. პირველნი თითქმის „გარანტირებულ“ მსოფლიო ჩემპიონებად ითვლებოდნენ ყოველ შემთხვევაში არგენტინელთა მაშინდელი მწვრთნელი გილერმო სტაბილე (რომელსაც შემდეგ გააფთრებული გულშემატკივრებისაგან თავის დასაღწევად ბუენოს-აირესში მალულად ჩასვლა მოუხდა) ისე იქცეოდა, როგორც ჟიულ რიმეს თასის“ მომავალი მფლობელი. ბევრს მოელოდნენ ბრაზილიელებისაგან. ევროპელებიდან ანგარიშს უწევდნენ მაშინდელ მსოფლიო ჩემპიონს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს, რა თქმა უნდა, „დიდი გუნდის“ მემკვიდრეებს, უნგრელებსა და ინგლისელებს, თუმცა ამ უკანასკნელებს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე მიუნხენში მომხდარი საჰაერო კატასტროფის შედეგად რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაეღუპათ სერიოზულ ძალად მიაჩნდათ მასპინძელი − შვედები, ხოლო საბჭოთა კავმშირის ნაკრები საერთაშორისო ასპარეზზე ჯერ კიდევ ნაკლებ ცნობილი „ერთეული“ იყო.
არაერთი პრობლემა იდგა საფრანგეთის ნაკრებში. ალბერ ბატიო არ იყო მაინცდამაინც დიდი შეხედულებისა თავისი გუნდის დაცვაზე, მაგრამ იმედით შეჰყურებდა თავდასხმას. მთელი დატვირთვა მარიან ვისნესკის (№ 7), ჟიუსტ ფონტენს (№8), რაიზონ კოპას (№9), როჟე პიანტონისა (№10) და ჟან ვენსანს (№ 11) უნდა გადაეტანათ. გუნდი აპირებდა გამოეყენებინა თავისი ერთადერთი „კოზირი“ – თავდამსხმელთა ახალგაზრდობა და აგრესიულობა. ალბერ ბატიოს გეგმის თანახმად ყველა თამაში მათ: უნდა ეწარმოებინათ შემტევ სტილში, მაღალ ტემპში, სრული საბრძოლო შემართებით. გარკვეული სიძნელეების მიუხედავად, ნაკრების ხელმძღვანელობა და ფრანგი გულშემატკივრები ოპტიმისტურად ხვდებოდნენ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს. პარიზის ერთმა ცნობილმა მოდების ატელიემ საუცხოო ტანისამოსი აღუთქვა მოთამაშეთა ოჯახებს, თუკი ფრანგები მსოფლიო ჩემპიონობას მოიპოვებდნენ. ეს, რა თქმა უნდა, მეტისმეტი მოთხოვნა იყო. უფრო მოგვიანებით, როდესაც „სამფეროვანმა გუნდმა“ თავი არ შეირცხვინა შვედეთში, მოდების ატელიემ მაინც ინამუსა და შეასრულა დანაპირები.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ფრანგები იუგოსლავიის, პარაგვაისა და შოტლანდიის გუნდებს ხვდებოდნენ დებულების თანახმად მეოთხედფინალში ორი გამარჯვებული გუნდი გამოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებმა „ტრადიციის თანახმად“ წააგეს იუგოსლავიელებთან (რომლებიც ყოველთვის იყვნენ მათთვის ყველაზე სახიფათო მეტოქეები), დანარჩენი ორი შეხვედრა მოიგეს და გავიდნენ მეოთხედფინალში.
ამ შეხვედრებში საყოველთაო ყურადღება მიიპყრო ფრანგების თავდასხმის ხუთეულის დიდებულმა თამაშმა. უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობდა „დირიჟორი“ კოპა, რომელმაც თავისი ტექნიკით პირდაპირ აღფრთოვანებაში მოიყვანა სპეციალისტები. კოპა ტოლს არ უდებდა არც ერთ ბრაზილიელ , „ვარსკვლავს", იგი მიმომხილველთა აზრით, მოაზროვნე ფეხბურთელის ნიმუში იყო. „ბატონი მილიმეტრი“ შესანიშნავად იყენებდა ჟიუსტ ფონტენის არაჩვეულებრივ სნაიპერულ თვისებებს (ფონტენმა შვედეთში 13 ბურთი გაიტა- ნა და ყველა მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა), როჟე პიანტონის ბრძოლისუნარიანობას და ინდივიდუალური გარღვევების ოსტატობას (პიანტონის მიერ განხორციელებული რეიდი ბრაზილიელებთან, სადაც მან ოთხი მცველი ჩამოიტოვა, ფეხბურთის ისტორიაში შევიდა), მარიან ვისნესკისა და ჟან ვენსანის კონსტრუქციულ თამაშს ფრთებზე.
არსჩვეულებრივი ინტერესი გამოიწვია ბრაზილიელებისა და ფრანგების შეხვედრამ ნახევარფინალში. მიმომხილველთა საყოველთაო აზოით, ამ გუნდებს უფრო ფინალში შეხვედრა შეეფერებოდათ, რადგან ჩემპიონატში უდავოდ უძლიერესები იყვენენ. კოპა და დიდი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ თავდასხმის „დირიჟორობაში“, დიდებული ილეთების დემონსტრირებაში (რომლებიც არასდროს არ ყოფილა თვითმიზნური), მოულოდნელ ულამაზეს გადაცემებში. უნდა ითქვას რომ კოპა და დიდიმ გადაცემების ოსტატობა მეტად მაღალ დონეზე აიყვანეს, მეტოქეთათვის მათი წინასწარი გამოცნობა ძნელი ამბავი იყო. ამ მატჩში კოპამ საჯარიმო დარტყმების ოსტატობითაც გამოიჩინა თავი. მის მიერ ორგანიზებული გარღვევით ფონტენმა ლამაზი გოლი გაიტანა ბრაზილიელთა კარში. საყურადდღებოა, რომ აქამდე ჟილმარს საერთოდ არ გაუშვია არცერთი გოლი ოთხ ადრინდელ თამაშში. ბრაზილიელთა გამარჯვება (5:2) დამსახურებული იყო, რადგან ფრანგების დაცვამ ვერ შეძლო მათთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა.
მესამე ადგილისათვის დამატებით მატჩში ფრანგებმა დამაჯერებლად სძლიეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს (6:3) და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. მაგრამ საყოველთაო აღიარებით, მათ ვერცხლის მედლები უფრო ეკუთვნოდათ, რადგან ყველა გუნდს სჯობნიდნენ ბრაზილიელების გარდა.
ბრინჯაოს მედლები შვედეთში ფრანგების ნაკრების უდიდესი მიღწევა იყო მთელი მისი არსებობის მანძილზე. რა თქმა უნდა, ეს წარმატება მთელმა გუნდმა დაიმსახურა, მაგრამ ძირითადი ღვაწლი თვით ნაკრების მწვრთნელებისა და მოთამაშეების საერთო აღიარებით მაინც კოპას მიუძღოდა. პირველ რიგში კოპას დამსახურება ფონტენმა აღიარა, რომლის მიერ გატანილ თითოეულ ბურთში „ბატონი მილიმეტრის“ წინასწარი სამუშაო იყო ჩატარებული. „ფეხბურთის ნაპოლეონი" თავისი დიდების მწვერვალზე იყო. თუ რას წარმოადგენდა იგი საფრანგეთის ნაკრებისათვის, ეს ნათელი გახდა უახლოეს. ხანებში.
ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ კოპა „რეალს“ დაუბრუნდა. აქ მსოფლიო ჩემპიონატში № 1 ცენტრალურ თავდამსხმელს ისევ მარჯვენა გარემარბობა შესთავაზეს. მადრიდში თამაში კოპას სულ უფრო უმძიმდა. გამწვავდა უთიერთობა მასსა და დი სტეფანოს შორისაც.
1959 წელს ფრანგ „ვარსკვლავს“ თავის პრაქტიკაში ყველაზე უფრო უსიამოვნო მატჩის თამაში მოუხდა. ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მეოთხე გათამაშების ფინალურ მატჩში „რეალი“ კოპას ყოფილ გუნდ „სტად დე რეიმსს“ ხვდებოდა. კოპა თამაშობდა თავისი მეგობრებისა და პარტნიორების წინააღმღეგ, ხოლო მატჩის დამთავრებისთანავე (გაიმარჯვა „რეალმა 2:0) გადაწყვიტა რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. მან ერთი წლით ადრე დაარღვია ხელშეკრულება რეალთან და „სტად დე რეიმსში" დაბრუნდა.
ალბერ ბატიო, რომელმაც შვედეთის მინდვრებზე საფრანგეთის ფეხბურთს დიდება მოუხვეჭა, დიდ სიძნელეებს აწყდებოდა, როგორც „სტად დე რეიმსის“ მწვრთნელი. „რეიმსის“ მეპატრონეები, რომელთაც ფეხბურთისა არაფერი გაეგებოდათ, წამდაუწუმ ერეოდნენ მის საქმეებში. ეს კიდევ არაფერი, „რეიმსის“ საუცხოო ცენტრალური თავდამსხმელი ჟიუსტ ფონტენი ფრიად უიღბლო აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც შვედეთის ტრიუმფის შემდეგ მისი სახელი მთელ მსოფლიოში გრგვინავდა, ფონტენი იძულებული გახდა სერიოზული ტრავმის გამო ფეხბურთისათვის თავი დაენებებინა. ასაკში შევიდა შამპანელთა დაცვის „ბურჯი“ რობერ ჟონკე, ხოლო მეკარე დომენიკ კოლონა სერიოზულ შეცდომებს უშვებდა და ნაკრების დატოვებაც მოუხდა. ჟან ვენსანსაც „ყავლი გაუვიდა“. ეს უკვე ის საუცხოო გარემარბი აღარ იყო, რომელსაც ასეთი მოწონება ხვდა მსოფლიოს ორ ჩემპიონატში შეიცაირიისა და შვედეთის მინდვრებზე.
ფრიად მარცხიანი აღმოჩნდა კოპას ხელახალი „აკლიმატიზაცია“ ძველ კლუბში. კოპამ იმდენი ტრავმა მიიღო, რომ საკუთარი განცხადებით „უფრო მეტ ხანს ლაზარეთში ატარებდა, ვიდრე ფეხბურთის მოედანზე“. საკმარისი იყო „ფეხბურთის ნაპოლეონი“ მოედანზე გამოჩენილიყო „სტად დე რეიმსის“ შემადგენლობაში, რომ მას მაყურებლები აღფრთოვანებით ეგებებოდნენ, მეტოქენი კი თამაშს ვერ ბედავდნენ, სანამ კოპას სპეციალურ დარაჯებს არ მიუჩენდნენ. მაგრამ 1960-62 წლების სეზონებში კოპას თამაში ფრიად უღიმღამო გახდა. საფრანგეთის სპორტულ პრესაში გაჩნდა ცნობა, რომ იგი თამაშს თავს ანებებდა. წინანდელი ვირტუოზის ნაცვლად მოედანზე იყო ნახევრად ხეიბარი რომელიც მარცხენა ფეხით კოჭლობდა. აი რას წერდა თვით კოპა: „ჩემი მარცხენა თეხის, ტრავმა განუკურნელია და სისტემატურ ტკივილს მაყენებს, მაგრამ თამაშის სურვილი ისეთი ძლიერი მაქეს, რომ ტკივილს მაშინვე ვივიწყებ როგორც კი მოედანზე გამოვდივარ“.
საფრანგეთის ნაკრები, „სამფეროვანთა გუნდი“ რომელიც კოპამ ასეთი დიდებით შემოსა, ახლა თავდაღმართზე მიექანებოდა. ევროპის თასის პირველმა გათამაშებამ, რომელიც პარიზსა და მარსელში ჩატარდა, ფრანგებისათვის ფრიად უფერულად ჩაიარა. „სამფეროვანთა გუნდს" შვედეთის გმირები აკლდა კოპას მეთაურობით. ამის გამო, საკუთარი მოედნის უპირატესობის მიუხედავად, ფრანგები 4 ფინალისტს შორის იძულებულნი გახდნენ ბოლო ადგილს დასჯერებოდნენ.
აი რას ლაპარაკობს თვით კოპა ნაკრების მორიგი, უფრო სერიოზული მარცხის შესახებ: „საფრანგეთის ნაკრებმა უკანასკნელ წლებში დიდი მარცხი განიცადა, ხოლო ბოლო იქამდე მივედით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც კი ვერ მოვხვდით (ჩილიში ფრანგების ნაცვლად ბულგარელები გაემგზავრნენ. დიდი “ზიანი მოგვაყენა ალჟირის ომმა. მრავალმა ნიჭიერმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიატოვა გუნდი და იძულებული გახდა ალჟირში წასულიყო. ჩვენს მარცხს სხვა მიზეზებიც ჰქონდა. საბოლოოდ გამოვიდა მწყობრიდან ისეთი გამოჩენილი ოსტატი, როგორიც ჟიუსტ ფონტენი იყო. ჩემი არ იყოს, როჟე პიანტონიც უფრო ხშირად ავადმყოფობდა, ვიდრე თამამობდა ლუსიენ მიულენმა საერთოდ მიგვატოვა და მადრიდის „რეალში“ გადავიდა, ხოლო ნაკრების ყოფილი კაპიტანი როჟე მარში დაბერდა“.
1962-63 წლების სეზონი ვეტერანმა შედარებით უკეთესად ჩაატარა. იგი კარგად შეეწყო „რეიმსის“ ახალ „ვარსკვლავს“ მაროკოელ ჰასან აკესბის, რომელსაც საუცხოოდ ეხერხებოდა. კოპას ნაირნაირი კომბინაციებს დაგვირგვინება. მართალია, ეს არ იყო განთქმული დუეტი „კოპა ფონტენი“, მაგრამ „რეიმსის“ ძლიერება ნაწილობრივ იქნა აღდგენილი. „ბატონი მილიმეტრი“ საერთაშორისო ფეხბურთის ასპარეზზე თვალსაჩინო როლს თამაშობდა. მართალია, მისი მასწავლებელი ალბერ ბატიო ნაკრების მწვრთნელობიდან გადააყენეს და მხოლოდ „რეიმსღა” შემორჩა, მაგრამ „სამფეროვანთა” ახალ ხელმძღვანელებს ჟორჟ ვერიესა და ანრი გერენს არ შეიძლებოდა ანგარიში არ გაეწიათ „ფეხბურთის ნაპოლეონისათვის“. ამასთან ახლოვდებოდა ევროპის თასის მეორე გათამაშება. ფრანგებს კარგად ახსოვდათ 1960 წელს ამ თასის გათამაშებაში განცდილი ფიასკო, ამიტომ საგულდაგულოდ ემზადებოდნენ. კოპას ახალმა მწრთვნელმა ძველი „ესპანური ადგილი მისცეს −მარჯვენა გარემარბად „განაწესეს“. თავდასხმის ცენტრში მოქმედებდა ახალი „დუეტი“ გუჟონისა და დუის შემადგენლობით. ხოლო მარცხენა ფრთაზე კოპას ძველი პარტნიორის ვენსანის ნაცვლად რიგრიგობით თამაშობდნენ კოსიუ, სოვაჟი და ბირონი. ფრანგების ამოცანას ისიც ართულებდა, რომ თასის პირველსავე მატჩში ისინი ინგლისელებს უნდა შეხვედროდნენ. მიუხედავად ამისა, ვერიე და გერენი იმედით შეჰყურებდნენ მომავალს. მათმა გუნდმა სადაც ბრწყინვალე თამაშით კოპა გამოირჩეოდა, სძლია ესპანეთის ნაკრებს (4:3).
პირველი მატჩი ინგლისელებთან შეფილდში ფრედ (1:1) დამთავრდა. ეს, რა თქმა უნდა, ფრანგებისათვის დიღი წარმატება იყო. ამას ინგლისელთა ნაკრების ხელმძღვანელობის შეცვლაც კი მოჰყვა. უინტერბოტომის ნაცვლად ინგლისელების ახალ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს ჯიუტი და ენერგიული ალფ რამსეი. იგი ირწმუნებოდა, რომ „ინგლისელები პარიზში სულ სხვა თამაშს უჩვენებდნენ“, მაგრამ სასტიკად წააგეს (2:5) და დატოვეს გათამაშება.
1963-64 წლების სეზონში კვლავ იჩინა თავი კოპას მრავალმა ტრავმამ. ამავე დროს მას ნაკრების ხელმძღვანელი ჟორჟ ვერიეც აუხირდა და საჯაროდ უწოდა, „ნაკრების ბალასტი“. ამის საპასუხოდ კოპამ სამუდამოდ უარი განაცხადა ეთამაშა ნაკრებში.
1963 წლის 23 ოქტომბერს ფიფა-ს „სელექციონერთა კომისიამ“ და მწვრთნელმა ფერნარდო რეირამ გამოჩენილი ფრანგი ფეხბურთელი ე. წ. „სამყაროს ნაკრებში“ შეიყვანა, რომელმაც „საუკუნის მატჩის ჩაატარა ინგლისელებთან.
ჭეშმარიტად უცნაური აღმოჩნდა კოპას ბედ-იღბალი. მას წლების განმავლობაში თავს ევლებოდნენ, ვერ წარმოედგინათ უიმისოდ საფრანგეთის ნაკრები და „რეიმსი“. ახლა კი ყველა მის წინააღმდეგ ამხედრდა. ნაკრების ხელმძღვანელებს „რეიმსის“ ახალი მწვრთნელი ჟან პრუფიც დაემატა, რომლის აზრითაც კოპა მხოლოდ ამუხრუჭებდა მის გუნდს. ამას დაერთო კოპას ახალი ტრავმაც.
1963 წლის ივლისში საფრანგეთში დიდი აურზაური გამოიწვია რაიმონ კოპას წერილების სერიამ, სადაც მან ამხილა ფეხბურთის საქმოსნები, ხმა აღიმაღლა მოთამაშეთა უუფლებობის წინააღმდეგ. იგი წერდა: „დღეს, XX საუკუნის მეორე ნახევარში პროფესიონალი ფეხბურთელი ერთადერთი ადამიანია, რომელიც. შეიძლება იყიდო და გაყიდო მისი თანხმობის გარეშე. იყიდო და გაყიდო, როგორც უუფლებო ადამიანი, მონა. ეს სამწუხარო ჭეშმარიტება მე თვით გამოვცადე, როგორც კი პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდი. 100 ათასი ძველი ფრანკის ფასად (დღევანდელი კურსით 200 მანეთს უდრის) მამაჩემმა ერთ კლუბს - უფლება მისცა ჩემთვის ექსპლოატაცია გაეწია 20 წლის „განმავლობაში.“
მაშინ კოპა მხოლოდ 16 წლის იყო და ასეთნაირადვე აღმოჩნდა ჯერ „ანჟეში“, ხოლო შემდეგ „რეიმსში“.
კოპამ განსაკუთრებით აღიმაღლა ხმა იმის წინააღმდეგ, რომ საქმოსნები და მწვრთნელები თავიანთ ფეხბურთელებს მითითებას აძლევდნენ უხეშად ეთამაშათ, „მოეცელათ“ მეტოქეები, ოღონდ, კი მათთვის გასაქანი არ მიეცათ. აი როგორ არიგებდნენ მწვრთნელები თავიანთ მოთამაშეებს: „ბიჭებო, თქვენ აუცილებლად უნდა მოიგოთ. აბა „ბრჭყალები“ გვიჩვენეთ“. ეს კი შემდეგს ნიშნავდა: „ურტყით მეტოქეებს ფეხებში ყოველგვარი მორიდების გარეშე". დასასრულს კოპა წერდა რომ სწორედ ამგვარი უხეში თამაშის გამო დაკარგა „სტად დე რეისმა“ და საფრანგეთის ნაკრებმა ორი წამყვანი ფეხბურთელი – ფონტენი და პიანტონი. და ყოველივე ეს ხომ თეით რაიმონ კოპასაც შეეხებოდა!
საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ლიგამ გადაწყვიტა დაესაჯა კოპა რომელმაც სიმართლე სააშკარაოზე გამოიტანა. ლიგის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ კოპას პოლემიკურმა წერილებმა პრესაში შექმნეს ყალბი შთაბეჭდილება. კოპას დააბრალეს, თითქოს მან დისკრედიტაცია გაუკეთა ფეხბურთელის სპეციალობას მაგრამ ფეხბურთელთა ლიგამ ვერ გაბედა მკაცრად დაესაჯა „ბატონი მილიმეტრი“. მან მიიღო დადგენილება რომ გაითვალისწინა რა კოპას დამსახურება ფრანგული ფეხბურთის წინაშე, ფეხბურთელს მხოლოდ ექვსი თვის პირობითი დისკვალიფიკაცია მიეცა.
კოპას არცთუ ისე ხანგრძლივი, მაგრამ სახელოვანი კარიერა დასასრულს მიუახლოვდა მრავალი ტრავმის გამო მას უკვე აღარ შეეძლო ძველებურად თამაში თუმცა ცალკეულ მატჩებს კვლავ ბრწყინვალედ ატარებდა. ამ მატჩის დამსწრე უცხოელი სპეციალისტები კოპას ახალ კონტრაქტებს სთავაზობდნენ. ჯერ „ბარსელონას“ ხელმძღვანელები, ხოლო შემდეგ სხვა ესპანური კლუბების პატრონები მას ისევ პირენეის გადაღმა ეპატიჟებოდნენ, მაგრამ კოპა უარზე იყო. პარიზში თვით ელენიო ერერაც კი ჩავიდა რათა კოპასათვის „ინტერნაციონალეში“ გადასვლა შეეთავაზებინა. მაგრამ ამაოდ. კოპა სულ უფრო იშვიათად თამაშობდა და მეტ დროს მკურნალობას ანდომებდა.
საფრანგეთის 1963–64 წლების ჩემპიონატში თითქოს ყველაფერი თავდაყირა დადგა. წლების განმავლობაში „სტად დე რეიმსს“ საფრანგეთის ფეხბურთის ლიდერობას პარიზის „რესინგი″, „ნიმი“ და „ნიცა“ ეცილებოდნენ. თვითეულ ამ გუნდს სათანადო პრესტიჟი ჰქონდა საერთაშორისო ასპარეზზე. ახლა კი ამ ცნობილი კლუბების ტიტულებს არავითარი გასავალი არ ჰქონია ისინი მარცხს მარცხზე განიცდიდნენ და მალე საქმე იქამდე მივიდა, რომ ფავორიტები სატურნირო ცხრილს ბოლოში მოექცნენ გუშინდელი აუტსაიდერები კი ჩემპიონობის პრეტენდენტები გახდნენ. ოდესღაც ცნობილი კლუბი, საფრანგეთის ყოფილი ჩემპიონი „სენტ-ეტიენი“ ის- ის იყო დაბრუნდა მეორე ლიგიდან, ამიტომ დასაწყისისათვის მას არავინ აგდებდა სათვალავში, მაგრამ საუცხოო ნახევარმცველის ერბენის დაწინაურებამ და ცნობილი ალჟირელი ფეხბურთელის მეკლუფის ოსტატობამ „სენტ-ეტიენი“ მრისხანე ძალად აქცია მასთან ერთგვარი კონკურენციის გაწევა მხოლოდ „მონაკომ” შეძლო.
ამასობაში „რეიმსი“ კოპას გარეშე უღიმღამოდ თამაშობდა. იგი თავის ყოფილ კონკურენტებს პირველი ადგილისათვის ბრძოლაში „ნიცასა“ და „რესინგს“ ახლა პირველ ლიგაში დარჩენის უფლებაში ეცილებოდა. თითქმის მთელი ჩემპიონატის მანძილზე „რეიმსი“ ვერ ასცდა ბოლოსწინა, მეჩვიდმეტე ადგილს. ეს მაშინ, როდესაც. დებულების თანახმად ორი უკანასკნელ ადგილზე გამოსული გუნდი მეორე ლიგაში უნდა გამოსულიყო, კიდევ ორ გუნდს კი მეორე ლიგის გუნდებთან დამატებით თამაშში უნდა დაეცვა უმაღლეს კლასში თამაშის უფლება.
მაშინ, როდესაც ჩემპიონატზე გაცხარებული, მეორე წრის თამაშები მიმდინარეობდა, „რეიმსში“ მწყობრში ჩადგა გამოჯანმრთელებული რაიმონ კოპა. მწვრთნელმა ჟან პრუფმა უკან წაიღო თავისი სიტყვები თითქოს კოპა „რეიმსზე“ მხოლოდ უარყოფითად მოქმედებდა. გუნდმა რამდენიმე თამაში მოიგო და სახიფათო ზონას გასცდა. ახლა მეორე ლიგაში გადასვლის უსიამოვნო პერსპექტივა „ნიცას“ გარდა პარიზის ორივე კლუბს „რესინგსა" და „სტად ფრანსეს“ ჰქონდა, ამიტომ გაგრძელდა გაცხარებული ბრძოლა ფრანგული ფეხბურთის ამ ყოფილ ლიდერებს შორის.
ასეთ პირობებში ძალები გამოელია როგორც კოპას, ისე მის გუნდსაც საფრანგეთის არაერთგზის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის ფინალისტმა, მრავალი საერთაშორისო ტურნირის მონაწილემ და პრიზიორმა, მსოფლიოში პოპულარულმა „სტად დე რეიმსმა“ პირველი ლიგა დატოვა საფრანგეთის ყოფილ ჩემპიონ „ნიცასთანდ“ ერთად.
ეს იყო „ფეხბურთის ნაპოლეონის“ ნამდვილი „ვატერლოო”.