თბილისის საამირო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:13, 2 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის (ანუ ქართლის) საამირო, საქართველო­ში არაბების მიერ შექმნილი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერ­თე­ული. არსებობდა 736-1122 წლებში.

თბილისის მიდამოების გარდა თბილისის საამირო თავდაპირველად მოიცავდა ქვემო ქართლის ნაწილსაც – კერძოდ, მდ. მტკვრის ხეობას მცხეთის სამხრეთით ხრამის შესართავამდე. მის ფარგლებში მოქცეული იყო მდინარეების: დებედის (ქვემო წელის), ბოლნისისწყლის, მაშავრისა და შავწყაროსწყლის ხეობები, აგრეთვე მდ. მტკვრის შუა წელის აუზი მცხეთიდან ლიხის ქედამდე და თრიალეთის ქედიდან კავკასიონის ჩრდილო, გვერდით ქედამდე. მის ფარგლებში შედიოდა საკუთრივ შიდა ქართლი და დვალეთი (მდ. არღონის ზემო წელის აუზი, ამჟამად ჩრდილოეთი ოსეთი, ცენტრი – უფლისცისე).


იხილე აგრეთვე

არაბობა საქართველოში

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები