აღჭურვილობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:24, 25 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აღჭურვილობა – საველე პირობებში შეიარაღების საგნებისა და სხვა ნივთების გადასატანი სამარჯვები (სამხრე ღვედი, სარტყელი, ჩანთა...) ჯარისკაცებისა და ოფიცრებისათვის.
ტექნიკაში - მანქანების, დანადგარებისა და მისთანათა სამარჯვები, იარაღები, მოდელები, შტამპები, პრესფორმები, მოწყობილობები, მექანიზმი და სხვა. გემის ანძების, აფრების, ტაკელაჟის, რანჰოუტისა და სხვათა ერთობლიობა – გემის საიალქნო აღჭურვილობა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017